ნასიმის ძეგლი (კიევი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნასიმის ძეგლი.

ნასიმის ძეგლი კიევში (უკრ. Статуя Імадеддіна Насімі; აზერ. İmadəddin Nəsiminin heykəli) — XIV-XV საუკუნეების აზერბაიჯანელი პოეტის, იმადედინ ნასიმის ქანდაკება, რომელიც დაიდგა კიევში (უკრაინა) 2019 წელს.[1]

ნასიმის ძეგლი კიევში
კოორდინატები 50°25′14″ ჩ. გ. 30°33′01″ ა. გ. / 50.42056° ჩ. გ. 30.55028° ა. გ. / 50.42056; 30.55028
მდებარეობა კიევი უკრაინის დროშა უკრაინა
გახსნის თარიღი 24 მაისი, 2019

2019 წლის 24 მაისს უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს დაკვეთით კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ბაქოს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ელდარ აზიზოვი და კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. ქანდაკების ავტორია უკრაინის სახალხო მხატვარი, ცნობილი მოქანდაკე სეიფედინ გურბანოვი.[2] [3]

  1. На бульваре Дружбы Народов в Киеве установлен памятник азербайджанскому поэту и мыслителю Имадеддину Насими. ru. ukrinform.ru. UkrInform (24 may 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 may 2019. ციტირების თარიღი: 27 may 2019.
  2. Kiyevdə mütəfəkkir-şair İmadəddin Nəsiminin heykəlinin rəsmi açılış mərasimi keçirilib az. azertag.az. AzərTAc (24 may 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 may 2019. ციტირების თარიღი: 27 may 2019.
  3. Kiyevdə Nəsiminin heykəlinin açılışı oldu az. 525.az (24 may 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 may 2019. ციტირების თარიღი: 27 may 2019.