სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნარი.

ნარი (Cirsium) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ბალახებია.

ნარი
Cirsium helenioides
Cirsium helenioides
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ნარი
ლათინური სახელი
Cirsium

200-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში; საქართველოში 44 სახეობაა, მათგან საქართველოს ენდემია, 15 — კავკასიისა; სახეობათა მეტი წილი იზრდება დაბლობიდან მოკიდებულ ალპურ სარტყლამდე გზის პირებზე, ტყის ნაკაფებში, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში. ნარის ბევრის სახეობა სარეველაა, ზოგიერთი — თაფლოვანი და დეკორატიული.

ჩვენში Cirsium obvallatum, Cirsium simplex, Cirsium rhyzocephalum და მრავალი სხვა ასარევლიანებს სუბალპურ და ალპურ საძოვრებს, მინდვრის ნარი (Cirsium arvense) — ყანებს მთაში, თეთრი ნარი (Cirsium incanum) კი — ყანებს ბარში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 7, გვ. 320, თბ., 1984