ნარიმან ალიევი
ნარიმან რიდვანოვიჩ ალიევი (უკრ: Наріма́н Рідьва́нович Алі́єв; დ. 15 დეკემბერი, 1992) ― უკრაინელი კინორეჟისორი და სცენარისტი. პრემიის „Киноколо“ ლაურეატი(2019), უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2020).[1]
ნარიმან ალიევი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Наріма́н Рідьва́нович Алі́єв |
დაბადების თარიღი |
15 დეკემბერი, 1992 ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა, უკრაინა |
მოქალაქეობა | უკრაინა |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 2013-დღემდე |
ჯილდოები | უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირებანარიმან ალიევი 1992 წლის 15 დეკემბერს პეტროვკაში (უკრაინა) დაიბადა. 2014 წელს კიევის თეატრის, კინოსა და ტელემაუწყებლობის ეროვნული უნივერსიტეტი ტელერეჟისურის მიმართულებით დაამთავრა.
2016 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „უშენოდ“ ბერლინალეზე ბროლის დათვზე იყო ნომინირებული.[2] 2017 წლიდან არის უკრაინის კინოაკადემიის წევრი,[3] ხოლო 2019 წლიდან ― ევროპული კინოაკადემიის.[4] 2019 წლიდან არის უკრაინის ოსკარის კომიტეტის საჯარო საბჭოს წევრი.[5] ნარიმან ალიევის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „სახლში“ (2019) კანის 72-ე კინოფესტივალზე Un Certain Regard სექციაში წარადგინეს.[6] 2020 წელს ფილმზე „ტრიუმფი“ დაიწყო მუშაობა.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Про відзначення державними нагородами України з нагоди Дня Конституції України (2020).
- ↑ Короткометражку Sensiz покажуть у Берліні (20 января 2020).
- ↑ Список членов Украинской киноакадемии.
- ↑ Сергей Васильев. (1 июня 2019) Український кінорежисер Наріман Алієв став членом Європейської кіноакадемії..
- ↑ У Держкіно повідомили про початок формування Українського Оскарівського комітету (10 января 2019).
- ↑ Український фільм «Додому» візьме участь у конкурсі Каннського кінофестивалю (18 апреля 2018).
- ↑ Наріман Алієв працює над своїм другим фільмом «Тріумф».