ნარეკლიანთ საყდარი

ნარეკლიანთ საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ხორხელის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული (5,8 X 4,1 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძლიერ დაზიანებულია: სახურავზე აყრილია კრამიტი და ზედ ხეებია ამოსული, ჩამოშლილია ლავგარდანი. განივ კედლებს, მთელ სიმაღლეზე, თითო ფართო ბზარი დაუყვება. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. განივ კედლებში თითო ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება