ნარაიძეების ციხე და კოშკი
ნარაიძეების ციხე და კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭალისოფლის შუა ნაწილში. განეკუთვნება XVII საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მეორე სართულის დონეზე, მიწიდან 26 მეტრ სიმაღლეზე. კარი არქიტრავიანია, მასზე გარედან ხელის მტევნის სქემატური გამოსახულებაა. კარის წირთხლებში საურდულე ბუდეებია. კარის წინ მიდგმულია ქვის ბლოკებით ნაგები კიბე. პირველი სართული სამალავია, სამხრეთით ერთი სათოფური აქვს. სართულის იატაკი ამჟამად ქვის ნატეხებითაა დაფარული. გადმოცემით იატაკში სასმელი წყლის შესანახი დიდი ქვევრი ყოფილა ჩაკირული. მეორე სართულზე ერთი სწორკუთხა სარკმელი, ხუთი სათოფური და ორი სწორკუთხა ნიშია. Iმეორე სართულის სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია,დასავლეთით და ჩრდილოეთ კედლებში - თითო სათოფური. მეოთხე სართულზე, ოთხივე მხარეს თითო ნისკარტა სალოდეა მეორე და მესამე სართულები საცხოვრებელია. მეოთხე — სათავდაცვო, რომლის კედლების მცირე ნაწილია შემორჩენილი. კოშკის ოთხივე სართულს გვირგვინისებრი ქვის გადახურვა აქვს. გარედან, ბოლო სართულის გადახურვის დონეზე. კოშკს ფიქლის ქვებისაგან შედგენილი თარო ევლება, რომლის ზემოთ, მცირე სიმაღლეზე, კედლები კვლავ გრძელდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 351.