ნანი ხუნდაძე
ნანი ხუნდაძე (დ. 20 სექტემბერი, 1948) — ქართველი მეცნიერი და გეოლოგი.
დაიბადა ქ. მცხეთაში.
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და თსუ-ს ასპირანტურა საძიებო გეოფიზიკის სპეციალობით. მუშაობდა საქნავთობ „გეოფიზიკის“ კონსულტანტად 1972-1975 წლებში. 1976-1985 წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ძიების გეოფიზიკური მეთოდების კათედრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელად. 1985-1992 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიების და დამუშავების კათედრის დოცენტად. 1990-1992 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის გამგედ 1992 წლიდან. გაზის საერთაშორისო კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2005-2006 წლებში. 2006 წელს იყო „ყაზტრანსგაზ-თბილისი“–ს გენერალური დირექტორის მრჩეველი. 2006 წლიდან არის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ძიებისა და დამუშავების კათედრის სრული პროფესორი. 2007 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავება, ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების ექსპლუატაციის მიმართულების ხელმძღვანელი და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა. 2002 წლიდან არის ჟურნალის „საქართველოს ნავთობი და გაზი“ რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 4 სახელმძღვანელო. არის ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსი და გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი 1983 წლიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ინჟინერი ქალები., თბ., 2008., გვ. 214-215