ნანა ანთაძე
ნანა ანთაძე (დ. 25 მაისი, 1905 — გ. 1984) — ქართველი მეცნიერი და პედაგოგი. დაიბადა სოფელი ვარძიაში, ხარაგაულის რაიონში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი აგრონომ-ზოოტექნიკოსისი კვალიფიკაციით. 1922-1924 წლებში მუშობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1924] წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1930-1932 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კერძო მეცხოველეობის კათედრის პედაგოგი. 1932 წელს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ჩამოყალიბების შემდეგ იყო კერძო ზოოტექნიკის კათედრის ასისტენტი და მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობების კურსი ზოოტექნიკურ ფაკულტეტზე მეფრინველეობაში და კერძო მეცხოველეობა-მომშენებლობის საფუძვლები - ვეტერინარულ ფაკულტეტზე. 1937-1946 წლებში კი კერძო მეცხოველეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1946-1984 წლებში კათედრის დოცენტი და მიჰყავდა როგორც სალექციო, ისე პრაქტიკული კურსი მეფრინველეობის საგანში. 1930-1940 წლებში პარალელურად შეთავსებით მუშობდა საქართველოს მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეფრინველეობის განყოფილებაში აგროტექნიკოსად, ასისტენტად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1935-1940 წლებში კი განყოფილების გამგედ. მის მიერ შედგენილი და გამოცემულია 17 დამხმარე სახელმძღვანელო და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იყო ქართული ენციკლოპედიის სასოფლო-სამეურნეო სექციის წევრი. სოფლის მეურნების მეცნიერებათა კანდიდატი და ზოოტექნიკოსი 1946 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ზოოტექნიკური განათლებისა და მეცნიერების ფუძემდებლები, თბ., 2004 გვ. 169