ნანაანთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ნანაანთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XVIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,4 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდში ორი სარკმელია ერთმანეთის თავზე, მარცხნივ ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი კამარით გადახურული და შელესილი ყოფილა. ეკლესიას კრამიტის ორფერდა სახურავი ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 190-191.