ნამწყემსარის მოგონებანი
ნამწყემსარის მოგონებანი — ალექსანდრე ყაზბეგის ავტობიოგრაფიული მოთხრობა.
„ნამწყემსარის მოგონებანი“ | |
---|---|
ავტორი | ალექსანდრე ყაზბეგი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | მოთხრობა, ავტობიოგრაფია |
გამოცემის თარიღი | 1883 |
გვერდი | 74 |
ნაწარმოების შესახებ
რედაქტირებაპირველად დაიბეჭდა "დროების" ფურცლებზე 1882–1883 წლებში(ნ. 268, 1882 წ. ნ 3,15,17,29,31), შემდეგ კი 1892 წელს, თხზულებანში. ნამწყემსარის მოგონებანი ავტობიოგრაფიული თხზულებაა. ეხება ალექსანდრე ყაზბეგის მწყემსობის პერიოდს. მოთხრობაში დასახელებული პირები ზოგ შემთხვევაში ავტორის ახლობლები არიან.[1]
ნაწარმოებში შედის ერთი ეპიზოდი, რომელიც მთაში მატყლის საყიდლად ასულ ფრანგებსა და სანდროს შორის მოხდა. როცა უცხოელებს უბრალო მწყემსი ფრანგულად გამოელაპარაკა, ისინი გაოცდნენ. ყაზბეგი კი მათ უწყინარი ხუმრობით არწმუნებდა, აქ, მთაში ყველა მწყემსი ჩემზე უკეთ ფლობს ფრანგულსო...[2]
მოთხრობაში ასახულია ის უსამართლო ქმედებები, რომელსაც რუსი ყაზახები მიმართავენ ქართელი მეცხვარეების წინააღმდეგ. მათ კი განათლება არ აქვთ და სიმართლეს ვერ ამტკიცებენ.[3]
ალექსანდრე ყაზბეგი კი მათი მშველელი აღმოჩნდება. ამ მოგზაურობაში ის იმდენს მოახერხებს, რომ ცხვარს არავის დაუთმობს, თუმცა მიხვდება, რომ რუსებს არაფერი გამოასწორებს და გაუნათლებელ მეცხვარეებს ისინი ყოველთვის მოატყუებენ.[4]
სიუჟეტი
რედაქტირებამწერალმა მეცხვარეობა, როგორც თვითონ ამბობს ტექსტში 18.. წელს დაიწყო. ყველას უკვირდა ასეთი განათლებული და მშობლების და გვარის შვილი, რომ მწყემსობის გზას დაადგა. თუმცა ყაზბეგი ნათესავებს ეუბნებოდა, მამაჩემი თავის ფუფუნებაზე ცხოვრობდა და იმიტომ მასწავლიდა, ახლა კი მეც მინდა ჩემით ვიცხოვროო. პირველივე კვირებში მწერალს მთაში ორი უცხოელი დაადგება. ერთი ინგლისელი და მეორე ფრანგი. მათ გაუკვირდებათ თუ საიდან იცის ყაზბეგმა, უბრალო მწყემსა ფრანგული. ყაზბეგი ხუმრობას მოანდომებს და მოატყუებს, რომ მთელს საქართველოში ყველა მწყემსა იცის ფრანგული ენა. მას კიდე გადაავიწყდა, რადგან ცოტა ხნით ჩამოშორებული იყო ამ საქმეს. უცხოელები შესთავაზებენ მწერალმა მოუყვეს მათ საქართველოს ისტორიის, კულტურის შესახებ, რომელსაც შემდგომ ინგლისში გამოსცემენ. ყაზბეგი კი ფულს მიიღებს. ამის შემდეგ ისინი ყოველ საღამოს საუბრობდნენ.
გავიდა ხანი. ყაზბეგს, როგორც განათლებულ ახალგაზრდას სხვა მწყემსებმა შესჩივლეს. მათი თქმით რუსი "ყაზახები", ყველანაირად ცდილობდნენ შარი მოედოთ და ცხვარის გადაყვანისას ქალაქიდან ქალაქში, ფული წაერთმიათ. ისინი კი, უცოდინრები იყვნენ და ვერაფერს უმტკიცებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაკანონიერი იყო. შემოდგომისას მეცხვარეები სტეფანწმინდის პირდაპირ, თერგთან ახლოს შავხალიანთ სათიბში მოგროვდნენ და გასამგზავრებლად მზადება დაიწყეს. ყაზბეგის მეგობარმა, სვიმონამ მეცხვარეებს შეატყობინა, რომ ეს განათლებული ადამიანი ბინის საქირავებლად მოდიოდა და რუსებს თავს არ მოატყუებინებდა. გახარებულმა მეცხვარეებმა საღამოს სხვადასხვა "ძღვენი" მიართვეს ახალგაზრდა მწერალს.
მეორე დღეს რუსეთის საზღვარს მიადგნენ. ერთ–ერთი დამწუხრებული მწყემსი ყაბეგთნ მოვიდა და შესჩივლა, რომ ყაზახები 5 თუმნად გაუშვებდნენ ცხვრებს. მათ 1 თუმანი მისცეს, თუმცა რუსები უარზე იყვნენ. მწერალი გაბრაზდა და ყაზახებს მიადგა. იკითხა ვინ არის აქ უფროსიო, რაზეც ერთმა ჩვეულებრივმა ჯარისკაცმა გამოიდო თავი. ყაზბეგი ბანაკებისკენ გაემართა, მაგრამ შეაჩერეს და მოახსენეს, რომ უფროსი ქეიფობს და შენთვის არ ცალიაო. მეცხვარეებმა ვეღარ მოითმინეს და 15 ყაზახი ცემეს. მწყემსებმა დარიალისკენ გააგრძელეს გზა, სადაც კიდევ შეხვდნენ ჯარისკაცები, თუმცა მწერლის წყალობით მშვიდობით მოაგვარეს საქმე.
მეცხვარეები გაშლილ ველზე დაბანაკდნენ. მათი თქმით ტყე რაც უფრო შორს იქნებოდა მათი ცხვრის მოტაცების შანსი ნაკლები შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ამ ტერიტორიაზე ცბიერი და ვერაგი ოსები ცხოვრობდნენ. მათი შიში გამართლდა და ისინი ესტუმრნენ თუმცა იქეიფეს, დალიეს და წავიდნენ. მალე მეცხვარეები ვლადიკავკაზშიც მივიდნენ, სადაც ქართველი ერისთავი იყო უფროსად. მწერლის თქმით, მხოლოდ ის უყურებდა ჩეჩნებს, როგორც ადამიანებს. ყაზბეგი შეხვდება რუს ნაჩალნიკს, რომელიც ეტყვის, რომ ყველგან ესეა, რომ ცხვარიდან ნაწილი მოხელეებს უნდა დაუთმონ. მწერალი დაემუქრება და მმართველთან, ბატონ დელაკრუასთან ჩივილს შეპირდება. თუმცა უშედეგოდ. ბატონი დელაკრუა მას ეტყვის, რომ განათლებულ ადამიანს და უბრალო გლეხს ერთნაირად ვერასდროს მოექცევა, მიუხედავად კანონისა. ყაზბეგი მოგზაურობას დაამთავრებს და მკითხველს პირდება, რომ ამ და დანარჩენ უსამართლობას სხვა მოთხრობებში გადაიტანს.