ნამზღვლევის სამაროვანი

ნამზღვლევის (გრემისხევის) სამაროვანი — ძვ. წ. VIII–VII საუკუნეების სამაროვანი სოფ. გრემისხევის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით 0,5 კმ-ზე, მდ. ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ადგილ ნამზღვლევზე.

აღმოჩნდა შემთხვევით, მიწის სამუშაოების შესრულების დროს (14 ორმოსამარხი). მიცვალებულები ესვენენ მარჯვნივ ან მარცხნივ გვერდზე, ხელფეხმოკეცილად. ჩატანებული ჰქონდათ 2-4 თიხის ჭურჭელი (თიხის კოჭბები, ლანგრები, ქოთნები, სამარილეები), სამკაული. მამაკაცის სამარხში აღმოჩნდა რკინის მასრაგახსნილი შუბისპირი, ბრინჯაოს ბრტყელი, ქუსლამოღარული ისრისპირი. მსგავსება ჩანს საქართველოს ტერიტორიაზე (მცხეთა, რენე და სხვ.) აღმოჩენილ ამავე დროის სხვა მასალასთან.

მასალა დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Цитланадзе Л. Г., Менабде М. А., Исследования в ущелье р. Нареквани, კრ.: Археологичеслие открытия 1975 г., М., 1976;
  • Цитланадзе Л. Г., Кигурадзе Т. В., Мирцхулава Г. И., Апхеологические работы в ущелье реки Нареквани. კრ.:Полевые археологиыеские исследования в 1975 году, Тб., 1978