ნალაპანის ბრძოლა
თარიღი 31 ოქტომბერი- 30 ნოემბერი, 1814
მდებარეობა დეჰრადუნი, ინდოეთი
შედეგი

ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის გამარჯვება

  • ნეპალური ძალების მარცხი
მხარეები
ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანია ნეპალის დროშა ნეპალის სამეფო
მეთაურები
გენერალ-მაიორი რობერტ როლო გილესპი 
პოლკოვნიკი სებრიტ მოვბეი
კაპიტანი ბალბჰადრა კუნვარი
რიპუმარდან თჰაპა (დაიჭრა)
ძალები
3,513 კაცი დაახლ. 600 (კაცები, ქალები და ბავშვები)
ნალაპანის ბრძოლა ვიკისაწყობში

ნალაპანის ბრძოლა — 1814–1816 წლების ინგლის-ნეპალის ომის პირველი ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობდა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიისა და ნეპალის ძალებს შორის, რომელსაც მაშინ მართავდა გორქას სამეფო. ბრძოლა გაიმართა ნალაპანის ციხესიმაგრის ირგვლივ, დეჰრადუნთან ახლოს, რომელიც ბრიტანელებს ალყაში ჰქონდათ 1814 წლის 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე. ციხესიმაგრის გარნიზონს მეთაურობდა კაპიტანი ბალბჰადრა კუნვარი, ხოლო გენერალ-მაიორი რობერტ როლო გილესპი, რომელიც ადრე იბრძოდა ჯავის ბრძოლაში, უტევდა ბრიტანულ ჯარებს. გილესპი მოკლეს ალყის პირველივე დღეს. მიუხედავად მოწინააღმდეგის სიძლიერისა, როგორც რაოდენობის, ისე ცეცხლსასროლი იარაღის თვალსაზრისით, ბალბჰადრა და მისი 600-კაციანი გარნიზონი წარმატებით ებრძოდნენ 5000-ზე მეტ ბრიტანელ ჯარისკაცს ერთი თვის განმავლობაში.

ორი ძვირადღირებული და წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ხელში ჩაეგდოთ ციხესიმაგრე პირდაპირი შეტევით, ბრიტანელებმა შეცვალეს მიდგომა და წყლის მიწოდება შეუწყვიტეს ციხესიმაგრეს. სამდღიანი უწყლობის შემდეგ, ალყის ბოლო დღეს, ბალბჰადრამ უარი თქვა დანებებაზე, გარნიზონის 70 გადარჩენილ წევრთან ერთად, ციხესიმაგრის გარეთ, გაემართა საბრძოლველად. ციხესიმაგრიდან გამოსვლის შემდეგ, ბრძოლაში გადარჩენილები გაიქცნენ ახლომდებარე ბორცვებში. იმ დროის, იმ ძალისხმევისა და რესურსების გათვალისწინებით, რომელიც დაიხარჯა პატარა ციხე-სიმაგრის დასაპყრობად, ეს იყო ბრიტანელების პიროსული გამარჯვება. ომის ნებისმიერ სხვა ბრძოლაზე მეტად, ნალაპანის ციხის ირგვლივ ბრძოლებმა გურქას მეომრების რეპუტაცია დაამკვიდრა. მოგვიანებით ისინი დაიქირავეს ბრიტანელებმა თავიანთი ჯარის სამსახურში.

ბრძოლა რედაქტირება

ბრიტანეთის პირველი შეტევა რედაქტირება

ადგილზე ჩასვლის შემდეგ ბრიტანელებმა დაზვერეს ციხე და დაიწყეს თავდასხმის დაგეგმვა. [1]

ბრიტანეთმა პირველი შეტევა ნალაპანზე განახორციელა 31 ოქტომბერს, ომის ოფიციალურ გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე. [1] [2] გილესპი ოთხი მხრიდან გეგმავდა ციხესიმაგრის შტურმს. შტურმი განხორციელდებოდა ოთხ სვეტად, რეზერვის მხარდაჭერით: პირველი, პოლკოვნიკ კარპენტერის მეთაურობით, შედგებოდა 611 კაცისგან; მეორე, კაპიტან ფასტის მეთაურობით, 363 მეომრისგან; მესამე, მაიორ კელის მეთაურობით, შედგებოდა 541 კაცისგან; მეოთხე, კაპიტან კემპბელის მეთაურობით - 283 კაცისგან; ხოლო, 939 კაცი ირიცხებოდა რეზერვში მაიორ ლუდლოუს მეთაურობით. [1] [3] ისინი ნეპალელებს უტევდნენ სხვადასხვა მხრიდან. [4] ამით ბრიტანელები იმედოვნებდნენ, რომ ნეპალელების ყურადღებას გადაიტანდნენ და ხელს შეუშლიდნენ მათი საიერიშო ცეცხლის კონცენტრირებას ერთ კონკრეტულ რომელიმე წერტილზე, რაც თავდამსხმელებს უპირატესობის მოპოვების საშუალებას მისცემდა. [1]

 
მესანგრეები უკან იხევენ პირველი შეტევის შემდეგ

თუმცა, მას შემდეგ, რაც თავდასხმა დაიწყო, მხოლოდ ორმა სვეტმა, კარპენტერისა და ლუდლოუს ქვეშევრდომებმა, უპასუხეს გილესპის თავდასხმის სიგნალს, რომელიც გაიცა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე დაგეგმილი იყო. [5] [6] ცეცხლის საფარის ქვეშ მესანგრეები ორჯერ აძვრნენ კედლებამდე, მაგრამ ბალბჰადრას ქვემეხების გასროლის შემდეგ უკან დაიხიეს. [5] [6] ციხესიმაგრის შიგნით მყოფი ქალები ისროდნენ რაკეტებს. [7] გილესპის მეომრები უკან დაბრუნდნენ, რათა საარტილერიო ხაზიდან პირადად შეეკრიბათ თავისი ხალხი, [5][6][8] მაგრამ გენერლის სიკვდილმა აიძულა ბრიტანელები, დროებით შეეწყვიტათ თავდასხმა და უკან დაეხიათ. [8] ბრიტანელების მთლიანი მსხვერპლი დღის განმავლობაში იყო 32 დაღუპული და 228 დაჭრილი, რომელთაგან ზოგიერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. [7] [8]

ბრიტანეთის მეორე შეტევა რედაქტირება

პოლკოვნიკი სებრაიტ მაუბი არ მოელოდა ნეპალისგან ასეთ მტკიცე წინააღმდეგობას, რომელიც ნალაპანში ბრიტანეთის ჯარების შემდეგ მეთაურობდა.[8] იგი წავიდა დეჰრაში 24 ნოემბრამდე, რათა დელიდან ჩამოსული მძიმე იარაღი მიეღო. [9] დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ, ბრძოლა განახლდა 25 ნოემბერს და სამი დღის განმავლობაში ციხე იბომბებოდა, სანამ 27 ნოემბრის შუადღისას ჩრდილოეთი კედლის დიდი ნაწილი საბოლოოდ არ ჩამოინგრა.[9] [10] მაგრამ შეჭრის შემდგომი მცდელობებიც წარუმატებელი აღმოჩნდა. [11] დღე დასრულდა იმით, რომ ბრიტანული თავდასხმის ძალები გააძევეს კედლის გარეთ მნიშვნელოვანი დანაკარგების შედეგად.[10][11] ბრიტანელების მსხვერპლმა დღეს შეადგინა 37 დაღუპული და 443-ზე მეტი დაჭრილი. [11]

ნეპალელების გაყვანა რედაქტირება

ციხესიმაგრის დაპყრობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ პირდაპირი თავდასხმებით, ბრიტანელებმა მიმართეს სხვა ტაქტიკას. 28 ნოემბერს, ქვეითთა მორიგი თავდასხმის ნაცვლად, ციხეს ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს. ამან ხელი შეუშალა ნეპალელთა დამხმარე რაზმის ციხეში შესვლას. [12] ამის შემდეგ მაუბიმ თავის მსროლელებს, უკვე გაძლიერებულებს, ციხესიმაგრისკენ ცეცხლის გახსნა დაავალა. მან ასევე გაგზავნა მზვერავები ციხესიმაგრის გარედან შემავალი წყლის წყაროს დასადგენად და ჩასაჭრელად. [12][13] წყლის დეფიციტმა მცველების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. აღსანიშნავია, რომ დაბომბვისას განადგურდა ასამდე თიხის ჭურჭელი, რომელიც წყლით იყო სავსე.[14] ციხის აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები მიწასთან გაასწორეს. [14] უწყვეტმა დაბომბვამ ასევე განაპირობა, რომ ოთხი ქვემეხიდან სამი, რომლებიც იყო დამონტაჟებული ციხე-სიმაგრეში, ციხის გარეთ გავარდა, ხოლო მეოთხე შიგნით. სხვა ქვემეხები, რომლებიც ნეპალელებს გააჩნდათ, გამოუსადეგარი იყო, ან გამოსული იყო მწყობრიდან წინა თავდასხმების დროს არასწორი გასროლით, ან იმის გამო, რომ ისინი ნანგრევების ქვეშ იყვნენ დამარხული ბრიტანეთის დაბომბვის დროს. [15] საპასუხო ქვემეხის გარეშე დარჩენილმა გარნიზონმა დიდი მსხვერპლი განიცადა. [15] ისინი განაგრძობდნენ წინააღმდეგობის გაწევას ცეცხლსასროლი იარაღის და ქვების გამოყენებით, მაგრამ საბოლოოდ ციხეში დარჩენილმა რამდენიმე ადამიანმა ვეღარ გაუძლეს შეტევებს. იმ ღამეს, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა და მუქარისა, დეზერტირობა გახშირდა. [16]

მეორე დღეს, 29 ნოემბერს, გარნიზონის წყლის მარაგი ამოიწურა. ციხე-სიმაგრის კედლებიც ჩამოინგრა, რასაც ნეპალის ჯარებს შორის დამატებითი მსხვერპლი მოჰყვა. ადამიანთა იმედგაცრუებული მდგომარეობის დანახვისას, კაპიტანმა და სხვა ოფიცრებმა სთხოვეს, ხელი მოეწერათ დაპირებისათვის, რომ იბრძოლებდნენ ბოლომდე. ოთხმოცდაოთხმა ჯარისკაცმა მოაწერა ხელი. [14] თუმცა, იმ ღამეს მლეჩა კალანალას კომპანიამ, რომელიც ციხესიმაგრის გამაგრების მიზნით ჩამოვიდა და ნალაპანის აღმოსავლეთით იყო განლაგებული, ფარულად მიატოვა პოსტი და თან წაიღო იარაღი და ტყვია-წამალი. ამის დანახვისას რამდენიმე მამაკაცი, ვინც პირობას აწერდა ხელს, მათ გაჰყვა. [14] [16] დარჩენილმა 50-60-მა კაცმა, იგრძნო, რომ ციხესიმაგრეში დარჩენით სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა და ჯობდა გაქცეულიყვნენ ბორცვებზე, სადაც დაკავებდნენ თავიანთ პოზიციას. მათ მოახერხეს ალყის გარღვევა და წარმატებული გაქცევა. [14][15] [16]

იპოვნეს და კრემაცია გაუკეთეს 90-ზე მეტ ცხედარს, ხოლო დაჭრილები ბრიტანეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ციხის დარჩენილი ნაწილი მიწასთან გაასწორეს.[17]

ნალაპანიმა რედაქტირება

ბრძოლის ინსპირაციით შეიქმნა ნეპალური მუსიკალური დრამა სახელწოდებით ნალაპანიმა, რომლის ტექსტიც დაწერა ბალ კრიშნა სამამ და კომპოზიცია შექმნა შივა შანკარმა. დრამაში ასახულია ნეპალელი ჯარისკაცის პატრიოტიზმი, რომელიც დაჭრის შემდეგ დახმარებას ეძებს ბრიტანეთის ბანაკში. მოგვიანებით ის მადლიერია ბრიტანელების მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგრამ უარს ამბობს მათ არმიაში გადასვლის შეთავაზებაზე. [18]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Fraser, p. 15.
  2. Prinsep, pp. 87–88.
  3. Thorn, Field Orders. pp. 221–224.
  4. Thorn, p. 227.
  5. 5.0 5.1 5.2 Prinsep, p. 88.
  6. 6.0 6.1 6.2 Fraser, p. 16.
  7. 7.0 7.1 Fraser, p. 17.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Prinsep, p. 90.
  9. 9.0 9.1 Prinsep, p. 91.
  10. 10.0 10.1 Fraser, p. 27
  11. 11.0 11.1 11.2 Prinsep, p. 92.
  12. 12.0 12.1 Pant (1979), Letter 5. p.23
  13. Prinsep, p. 93.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 Pant, The Battle of Nalapani. Ripumardana Thapa's Letter. p.190
  15. 15.0 15.1 15.2 Pant (1979), Letter 5. p.24
  16. 16.0 16.1 16.2 Pant (1979), Letter 6. p.26
  17. Prinsep, p. 94.
  18. Nalapanima. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-20. ციტირების თარიღი: 2023-01-14.