ნაკუთვნეული, მრგვალოპორთა (მრგვალფოთლიანი), ნაგუთნეული, ნაგუთნოური, ნაკუთნოული, ნაკუთნოურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საყურძნე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

განეკუთვნება რაჭა-ლეჩხუმის ვაზის იშვიათ ჯიშთა ჯგუფს და სხვაგან არსად გვხვდება. ძირითადად გავრცელებულია: ორბელში, უსახელოში, ცაგერში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ჯიშის ვენახებში შერეული სახით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და მცირე ზომის და მომრგვალო ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება ცილინდრული მტევნებიც, საშუალო სიკუმსის, ფრთიანი. მარცვალი მომრგვალოა, საშუალო ზომის, მუქი ან ღია წითელი, ზოგჯერ მოშავო. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ნაკუთვნეულის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 100-დან 200 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი 12.0-12.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-20%, ხოლო მჟავიანობა — 6.5-7.5 გ/ლ-ს.

ნაკუთვნეული გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბ., 1939. — გვ. 158–161.
  • ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბ., 1987. — გვ. 234.
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 277-278