ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია
ნაკიფარის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სვანეთში, მდებარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფარში.
ეკლესია აგებულია X საუკუნეში. სვანეთის სხვა ეკლესიებისაგან გამოირჩევა ფასადის შემკულობით. ეკლესია მოხატულია, მთავარი კომპოზიციაა მაცხოვრის კომპოზიცია. ტაძრის მოხატულობა მხატვარ თევდორეს ეკუთვნის. ნაკიფარის ეკლესიაში დაცულია XI საუკუნის წმინდა გიორგის ხატი. ამავე ხატის წარწერის მიხედვით იგი ასან ოქრომჭედელს მოუჭედავს მარუშანის დაკვეთით და მასალად გამოუყენებია ოქრო და ვერცხლი.
2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].