ნაკაიძეები
ნაკაიძეები — ქართული გვარი.
ნაკაიძეები | |
---|---|
პერიოდი | XII საუკუნე - XVII საუკუნე |
ტიტული | აზნაური |
წარმოშობის ადგილი | გურია |
ქვეშევრდომობა | ოსმალეთის იმპერია, გურიის სამთავრო |
ნაკაიძეების (ნაკაშიძეების) საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი შუა საუკუნეებში გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა საუკუნეებში კი ნაკაშიძედ. ნაკაშიძეები შუა გურიაში ცხოვრობდენ და მათი ერთი შტო თავადები იყვნენ. XII საუკუნეში ,თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და ნაკაიძეები გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ. გვიან შუა საუკუნეებში აზნაური ნაკაიძეები ასევე თავდგირიძეებს ემსახურებოდნენ. ეს შტო გელაურა-ხუცუბანში ცხოვრობდა. ხუცუბნის თემში დღესაც არსებობს სოფელი ნაკაიძეები.
ნაკაიძეები მხედრები იყვნენ და მათი მფარველი წმინდანი წმინდა გიორგი იყო.