ნათელა ონაშვილი
ნათელა ონაშვილი (დ. 21 ოქტომბერი, 1934, თბილისი — გ. 2005) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, პოეტი, პედაგოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.
1955 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტისა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლიტერატურის კათედრებზე, ასევე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ილ. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა და კულტურის უნივერსიტეტში. ავტორია ლექსისა „თუ ასე ტურფა იყავი...“, რომლის სტრიქონების მიხედვით შექმნილი სიმღერა განსაკუთრებით ცნობილი გახდა, მას შემდეგ რაც ის ჰამლეტ გონაშვილიმა შეასრულა.