ნაზრანის დაბომბვა (2009)

2009 წლის ნაზრანის დაბომბვა — 2009 წლის 17 აგვისტოს, ნაზრანში, რუსეთის ფედერაციის ინგუშეთის რესპუბლიკის უდიდეს ქალაქში თვითმკვლელი ტერორისტი თავს დაესხა პოლიციის შტაბს, შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, დაშავდა 164. ინგუშეთში, სადაც დამოუკიდებლობის მოძრაობებთან დაკავშირებული სოციალურ-პოლიტიკური არეულობა მძვინვარებდა ეს ყველაზე დიდი ტერორისტული თავდასხმა იყო 21-ე საუკუნის დასაწყისში.

2009 წლის ნაზრანის დაბომბვა

რუსეთის რუკა, წითელი ფერით აღნიშნულია ინგუშეთის რესპუბლიკა
მდებარეობა ნაზრანი, ინგუშეთი (რუსეთი)
თარიღი 17 აგვისტო, 2009 9:08 (UTC+3)
სამიზნე პოლიციის შტაბი
თავდასხმის ტიპი
თვითმკვლელთა ტერორიზმი
დაღუპულები 25
არასასიკვდილო დაზიანებები
164
ორგანიზატორი კავკასიის ემირატი

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მებრძოლმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ კავკასიის ემირატმა .

თავდასხმა

რედაქტირება

დილის 9:08 საათზე (MSK) 2009 წლის 17 აგვისტოს უცნობი მებრძოლი ინგუშეთის უდიდეს ქალაქ ნაზრანში, პოლიციის შტაბის შენობის ჭიშკარში შევარდა სატვირთო მანქანით.[1] თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც პოლიციის თანამშრომლები დილის ბრიფინგზე ხვდებოდნენ. პოლიციელებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა შეჩერება ვერ შეძლეს. [2] გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე საკმაოდ მძლავრი იყო,[3] შექმნა რა 4 მეტრის სიგანისა და 2 მეტრის სიღრმის კრატერი, დაზიანდა შტაბის შენობა და მიმდებარე ტერიტორია,მათს შორის ბინები.[1] აფეთქდა პოლიციის შტაბში არსებული საბრძოლო მასალებიც. დაიღუპა 20 ადამიანი და დაშავდა 138. მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გ168-მდე. დაღუპულთა შორის იყვნენ 15 რუსი პოლიციელი, 10 კი ინგუში. [4]

რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ზიაუდინ დურბეკოვის თქმით, პოლიციამ 15 აგვისტოს მიიღო ინფორმაცია, რომ ამ ტიპის მანქანა თვითმკვლელი ტერორისტულ თავდასხმაში გამოიყენებოდა, მაგრამ თავდასხმის თავიდან აცილება ვერ შეძლო. [5]

შემდგომი

რედაქტირება

ინგუშეთის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ისინი დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაციას დაჰპირდნენ.[6] თავდასხმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსლან მეირიევი და განაცხადა, რომ თავდასხმის პრევენცია შესაძლებელი იყო.[7] გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს სამძიმარი გამოუცხადა.[8]

გენერალური პროკურატურის სპიკერის, ვლადიმირ მარკინის თქმით, აფეთქების სავარაუდო მოტივად სახელდება პოლიციისმიერ მეომრების წინააღმდეგ ჩატარებული სამუშაოსთვის შურისძიება ან დესტაბილიზაციის მცდელობა. 18 აგვისტოს ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) მიიღო ინფორმაცია თავდასხმის ორგანიზატორების შესახებ. მან ამ ეტაპზე უარყო ეჭვმიტანილთა ვინაობის გასაჯაროვებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი იმავე ჯგუფებს ეკუთვნიან, რომლებმაც მსგავსი თავდასხმები განახორციელეს უკანასკნელი წლების მანძილზე.[9]

პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკ არკადი იედელევს დაავალა ინგუშეთში უსაფრთხოებისა და პოლიციის ყველა ოპერაციაზე კონტროლის ხელში აღება. [10] ინგუშეთის ადმინისტრაციის მომხრე პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა, რომელიც გადაურჩა მკვლელობის მცდელობას 2009 წლის ივნისში, თქვა, რომ ამბოხებულების მიზანი იყო ინგუშეთში „სიტუაციის დესტაბილიზაცია და პანიკის გავრცელება“[11]

19 აგვისტოს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ინგუშების ხელმძღვანელობის, სამართალდამცავი ორგანოების და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები მკაცრი სასჯელით იქნებოდა აღკვეთილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარე ფაქტორები, როგორიცაა ისლამისტი ტერორისტების უცხოური დაფინანსება, ასევე შემაშფოთებელია რომ, ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოების პრობლემები უმეტესწილად შიდა მიზეზების შედეგია, როგორიცაა კორუფცია და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. „ძირები ჩვენი ცხოვრების სტრუქტურაშია: უმუშევრობაში, კლანებში, რომლებიც არ ზრუნავენ ადამიანებზე და რომელთა საზრუნავი მხოლოდ ისაა,როგორ გაინაწილონ ფული, გააფორმონ კონტრაქტი და ანგარიშები გაუსწორონ ერთმანეთს. ასევე კორუფცია, რომელიც მართლაც ძალიან გავრცელდა სამართალდამცავ ორგანოებში“. [12]

21 აგვისტოს ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო მებრძოლმა ისლამისტურმა დაჯგუფება კავკასიის ემირატმა .[13] [14]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Michael Schwirtz (August 17, 2009). „Suicide Bomber Rams Truck Into Police Station in Russia, Killing 20“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2009-08-18.
  2. „Many killed in Russia bomb attack“. BBC News. 2009-08-17. ციტირების თარიღი: 2009-08-17.
  3. „Medvedev urges swift action on bomb attack in S. Russia“. RIA Novosti. 2009-08-18. ციტირების თარიღი: 2009-08-19.
  4. Eurasia Daily Monitor, The Jamestown Foundation — August 19, 2009—Volume 6, Issue 160
  5. Abdullaev, Nabi (2009-08-17). „Ingush Police Got Tip About Deadly Blast“. The Moscow Times. ციტირების თარიღი: 2009-08-17.
  6. „At least 20 dead, 138 wounded in south Russia bomb attack“. RIA Novosti. 2009-08-17. ციტირების თარიღი: 2009-08-17.
  7. Stack, Megan (2009-08-17). „Bombing kills 20 in Russian republic of Ingushetia“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2009-08-17.
  8. „Merkel offers condolences over Monday's tragedies in Russia“. RIA Novosti. 2009-08-17. ციტირების თარიღი: 2009-08-17.
  9. „Russia's FSB has leads on who was behind Ingushetia bomb attack“. RIA Novosti. 2009-08-18. ციტირების თარიღი: 2009-08-19.
  10. Kremlin sends tough general to troubled Ingushetia. Reuters. August 18, 2009
  11. Caucasus suicide blast kills 20. The Financial Times. August 18, 2009
  12. „Terrorists must be dealt with "unceremoniously" - Medvedev (Part 2)“. ITAR-TASS. 2009-08-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 19, 2009. ციტირების თარიღი: 2009-08-19.
  13. „Ingushetia's president returns to south Russian republic“. RIA Novosti. 2009-08-22. ციტირების თარიღი: 2009-08-22.
  14. „Suicide Bombings Part of Tactical Shift by North Caucasus Rebels“. Jamestown Foundation. 2009-09-17. ციტირების თარიღი: 2015-07-12.