ნავდარაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია

ნავდარაანთკარის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (12,4 X 8,05 ), ნაგებია რიყის ქვით. მოგვიანებით ეკლესია შეუკეთებიათ: დარბაზი ახალი კამარით გადაუხურავთ, სამხრეთ კედელში გაჭრილი სარკმელი დაუდაბლებიათ და დაბალი თაღით გადაუხურავთ. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო გარედან ტიმპანი აქვს. აღმოსავლეთით მცირე მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია. ერთი სარკმელი ეკლესიის სამხრეთ კედელშიცაა. ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია კედლიდან გამოშვერილი საფეხურები.

ეკლესიას ჩრდილოეთით სწორკუთხა მინაშენი აქვს. იგი ეკლესიაზე მოკლეა. მინაშენში ეკლესიიდან შეიძლება შესვლა. მინაშენს აღმოსავლეთით ვიწრო სწორკუთხა სარკმელი აქვს, გადახურულია დამრეცი კამარით.

ლიტერატურა

რედაქტირება