გიორგი ნადირაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ნადირაძე, გიორგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადირაძე.

გიორგი ნადირაძე (დ. 14 მარტი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.

გიორგი ნადირაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი ნადირაძე
დაბადების
თარიღი
14 მარტი, 1992 (1992-03-14) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სპარტაკი ცხინვალი
ნომერი 1
ახალგაზრდული კარიერა
2006-2011 დინამო-2 თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011-2012 დინამო თბილისი 1 (0)
2012- სპარტაკი ცხინვალი 62 (0)
ეროვნული ნაკრები
2010-2011 საქართველო 19 წლ. 3 (0)
2012- საქართველო 21 წლ. 10 (0)
2014- საქართველო 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2014

გიორგი ნადირაძე თბილისის „დინამოში“ 2006 წელს ჩაირიცხა. „დინამოს“ აკადემიაში ერთი წლით უფროს ასაკში სინჯებზე მისულმა მეკარემ ჯერ აკადემიის პერიოდი გაირა, შემდეგ დუბლებში გამოდიოდა, 2011-12 წლების სეზონისთვის კი ძირითადი შემადგენლობის განაცხადში გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებულ მატჩში, სადაც „დინამო“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონთან“ 5:1 დამარცხა.[1][2] 2012 წელს ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა და ძირითადში ადგილი დაიმკვირდა. საქართველოს თასის 2012-13 წლების გათამაშების მერვედფინალში, „სპარტაკი“ ვიტ ჯორჯიას შეხვდა, განმეორებით შეხვედრაში საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც გიორგი ნადირაძემ ზედიზედ სამი 11-მეტრიანი მოიგერია და გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა.[3]

გამოდიოდა საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. 2014 წელს საუდის არაბეთის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის იძულებითი ცვლილება განხორციელდა, თემურ ქეცბაიამ ნუკრი რევიშვილის მაგივრად გიორგი ნადირაძე გამოიძახა.[4]

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება