ნადარბაზევის დედაღვთისა
ნადარბაზევის დედაღვთისა - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევის სამხრეთ-დასავლეთით 1 კილომეტრზე, მთის კალთაზე, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით.
ნადარბაზევის დედაღვთისა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°59′14″ ჩ. გ. 43°43′37″ ა. გ. / 41.98722° ჩ. გ. 43.72694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | შიდა ქართლი |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ნადარბაზევი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | უცნობია |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | IX-X სს |
დეტალები
| |
სიგრძე | 8 |
სიგანე | 5 |
მასალა | ქვიშაქვა |
ეკლესია დარბაზულია (8 X5 მ), ნაგებია ქვიშაქვით. ეკლესიას ერთი შესასვლელი დასავლეთით აქვს, მეორე საკურთხევლის კუთხესთან ახლოს გაჭრილი შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული ჩრდილოეთის შესასვლელი ამოქოლილია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმლის წირთხლების ფრაგმენტებია, რომლის გვერდებზე სწორკუთხა ნიშია. მათ ქვეშ კედელში დატანებულ სამალავებში შესასვლელი პატარა სწორკუთხა კარია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 440.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17650