ნაგებების კომპლექსი
ნაგებების კომპლექსი — კომპლექსი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ნეკრესის მონასტრის დასავლეთ ნაწილში, ადგილ სამარხების სერზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა და მარანი.
მარანი აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად, იგი გეგმით სწორკუთხაა ზომებით 20X20 მეტრი. აქ აღმოჩენილი ინვენტარი ძირითდად კერამიკისაა, რომელიც ზოგჯერ მოჭიქურია. ნაგებობა თარიღდება IV-V საუკუნეებით. მარნის ქვეშ ფენებში აღმოჩენილია ქრისტიანობამდელი სალოცავი, რიტუალური და სამსხვერპლო ორმოებით, რომელიც აღმოჩენილი კერამიკის მიხედვით თარიღდება ძვ. წ. III-II საუკუნეებით.
მარნიდან 30 მეტრითაა დაშორებული სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც თარიღდება VI საუკუნით. ეკლესიის იერსახე შეუცვლიათ VIII საუკუნეში, სავარაუდოდ მტრის თავდასხმის გამო, რასაც მოწმობს ხანძრის კვალი. XII-XIII საუკუნეების კერამიკის ნარჩენები აღმოჩენილია ეკლესიის იატაკზე, რაც მოწმობს, რომ ტაძარი ამ პერიოდში მოქმედი იყო და სავარაუდოდ თემურ-ლენგის ლაშრქობების დროს XIV საუკუნის ბოლოს განადგურდა. ეკლესიის გარშემო რამდენიმე საფლავის ქვაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 419.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bakhtadze, Nodar (2017) „Некреси [Nekresi]“, Православная энциклопедия. Т. XLVII (ru). Moscow: Pravoslavnaya entsiklopediya, გვ. 551–561. ISBN 978-5-89572-054-7.