The Witcher
„The Witcher“ (პოლ. Wiedźmin; ქართ. მხედვარი) — მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში, შექმნილი CD Projekt Red-ის და გამოცემული Atari-ს მიერ 2007 წლის 26 ოქტომბერს ევროპაში, 20 ოქტომბერს — ჩრდილოეთ ამერიკაში, 9 ნოემბერს — ავსტრალიაში. თამაში დაფუძნებულია ანჯეი საპკოვსკის ამავე სახელწოდების რომანების სერიაზე.[2]
The Witcher | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | CD Projekt RED |
გამომცემელი | Atari |
სერია | „მხედვარი“ |
ძრავა | Aurora Engine |
პლატფორმ(ებ)ი | |
გამოსვლის თარიღი | |
ჟანრ(ებ)ი | მოქმედებითი როლური თამაში |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | იაცეკ ბჟეჟინსკი |
პროდიუსერ(ებ)ი | მაცეი მიასიკი |
დიზაინერ(ებ)ი | მიხალ მადეი |
პროგრამისტ(ებ)ი | მაცეი სინილო |
მხატვარი | ადამ ბადოვსკი |
კომპოზიტორი |
|
სიუჟეტი მიმდინარეობს შუა საუკუნეების ფენტეზის სამყაროში, სადაც მოთამაშე აკონტროლებს გერალტ რივიელს — მხედვარის სახელით ცნობილი ურჩხულებზე მონადირე, რომელსაც სჭირს ამნეზია და იძულებულია ხელახლა შეისწავლოს თავისი ხელობა. მოთამაშე დგას მორალური არჩევნის წინაშე, რაზეც დამოკიდებული არის თამაშის სამყაროს შემდგომი ბედი. თამაშში ნათლად არის ასახული რომანების სამყაროს ბნელი ატმოსფერო.
„The Witcher“-ზე მუშაობა მიმდინარეობდა ოთხი წლის განმავლობაში. მასში გამოყენებულია BioWare-ის Aurora Engine-ის განახლებული ძრავა. 2009 წლისთვის დაგეგმილი იყო კონსოლური ვერსიის „The Witcher: Rise of the White Wolf“-ის გამოცემა,[3] რომელსაც უნდა ქონოდა განახლებული ძრავა და საბრძოლო სისტემა, თუმცა მასზე მუშაობა შეწყდა.[4]
თამაში დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ და გადაეცა რამდენიმე ჯილდოც, მათ შორის „წლის PC-ის როლური თამაშის“ ტიტული GameSpy-სგან[5] და „წლის როლური თამაშის“ ტიტული IGN-სგან.[6] მათ ძირითადად შეაქეს სიუჟეტი, გრაფიკა და ხმა, თუმცა გააკრიტიკეს ტექნიკური პრობლემების გამო, რომელთა უმეტესობა აღმოფხვრილი იქნა 2008 წელს გამოსულ „დამატებით გამოცემაში“, რომელშიც აგრეთვე დამატებულია ახალი ისტორია. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე ფლობს 81/100.[7] 2010 წელს პროექტი შეყვანილი იქნა წიგნში „1001 ვიდეო თამაში, რომელიც უნდა ითამაშო სანამ ცოცხალი ხარ“.[8] 2011 წელს გამოვიდა თამაშის გაგრძელება „The Witcher 2: Assassins of Kings“.[9]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „The Witcher“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- „The Witcher“ საიტზე MobyGames
- „The Witcher“ Wikia-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Related Games. GameSpot. ციტირების თარიღი: 2009-06-23.
- ↑ Aihoshi, Richard. (24 მაისი, 2006) The Witcher E3 View. IGN. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2016.
- ↑ Console version announcement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 December 2008.
- ↑ Development of the new Game "The Witcher: Rise of the White Wolf" is Frozen for Playstation3 and Xbox360!. prnewswire.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი, 2009.
- ↑ Accardo, Sal 'Sluggo'. GameSpy's Game of the Year 2007. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-23. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2008.
- ↑ IGN Best of 2007. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-15. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2008.
- ↑ The Witcher for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო, 2008.
- ↑ Mott, Tony (2010). 1001 Video Games You Must Play Before You Die. London: Quintessence Editions Ltd., გვ. 751. ISBN 978-1-74173-076-0.
- ↑ Robinson, Andy. (16 იანვარი, 2010) Witcher 2 release date confirmed. CVG. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2011.