მჭადიჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის სამხრეთ ნაწილში, ძველ სასაფლაო

მჭადიჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის სამხრეთ ნაწილში, ძველ სასაფლაოზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვის სწორი რიგებით. კონსტრუქციული ნაწილები და კარ-სარკმელთა ღიობები სუფთად გათლილი შირიმითა და ქვიშაქვითაა გამოყვანილი. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენი და ჩრდილოეთ კედელი, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი. ჩამოშლილია აღმოსავლეთ კედლის საპირე წყობა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. მას გარეთა გადახურვა და წირთხლები მონგრეული აქვს. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია. აფსიდის შუა ნაწილი დანგრეულია და სარკმლის ღიობის მხოლოდ ჩრდილოეთის წირთხლის ნაწილია შემორჩენილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიშენებულია ტრაპეზი. აფსიდის კონქის თაღს, რომელიც თითქმის მთლიანად შირიმითაა ნაწყობი, ოდნავ ნალისებრი ფორმა აქვს. დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრებიდან მხოლოდ სამხრეთის ორი პილასტრია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება