მჭადიჯვრის ზემო გორა-ნამოსახლარი

მჭადიჯვრის ზემო გორა-ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვ

მჭადიჯვრის ზემო გორა-ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვრის დასავლეთით, შუახევისაკენ მიმავალ გზაზე. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის ხანას. 1955 წელს ძეგლზე დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შიდა ქართლის არქეოლოგიურმა ექსპერდიციამ. გაითხარა 1969 წელს. ნამოსახლარზე გამოვლინდა შენობათა თიხით შელესილი კედლების ფრაგმენტები. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. აქვე აღმოჩენილი თიხის საბეჭდავი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება