მწყობრი (მუსიკა)
მწყობრი — მუსიკაში მესაკრავეთა და მომღერალ-მგალობელთა ჯგუფის ძვ. ქართული სახელწოდება. პარალელურად იხმარებოდა გუნდი, დასი, ძნობა, კრებული. ტერმინი განსაკუთრებით XI-XII საუკუნეებში ყოფილა გავრცელებული. მოგვიანებით იხმარებოდა „შეწყობილის“ მნიშვნელობითაც (სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ივ. ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 267.