მწვანე ჩაის ნაყინი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მწვანე ჩაის ნაყინი (抹茶アイスクリーム, Matcha aisu kurīmu) ან მაჩას ყინული (抹茶アイス, Matcha aisu) - იაპონური ნაყინის სახეობა. ნაყინის ეს არომატი განსაკუთრებით პოპულარულია იაპონიასა და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში. მწვანე ჩაის ნაყინი ასევე იყიდება, როგორც მონაკა - მოჩისგან დამზადებულ ვაფლში მოთავსებული. შეერთებულ შტატებში ის ხელმისაწვდომია 1970-იანი წლების ბოლოდან. თვდაპირველად, ის მხოლოდ იაპონურ რესტორნებსა და მაღაზიებში გვხვდებოდა, მაგრამ ბოლო დროს, მისი პოპულარობა იზრდება და უფრო ფართოდ ხელმისაწვდომია. [1]

მწვანე ჩაის ნაყინი

დღესდღეობით არსებული წყაროები მიგვითითებს, რომ ფუძიამას მთის ფორმის მწვანე ჩაის ნაყინი მეიჯის პერიოდში (1868–1912), სამეფო სასადილო წვეულებების მენიუში გვხვდებოდა. მწვანე ჩაის ნაყინის ნამდვილი წარმოშობა უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ჩაი, როგორც ადგილობრივი ხელნაკეთი ნაყინი, არსებობდა იაპონიის ზოგიერთ რაიონში, არცერთი იაპონური არომატის მქონე ნაყინი მასობრივ წარმოებაში არ გასულა XIX საუკუნის 90-იან წლებამდე, რადგან ნაყინის მსხვილი მწარმოებლები იაპონიაში მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ ვანილის, მარწყვისა და შოკოლადის ნაყინებს ამზადებდნენ. ამასთან, მწვანე ჩაის არომატის მქონე დაფშვნილი ყინული უჯი კინტოკი (宇治金時)) ცნობილი და პოპულარული იყო იაპონიაში მწვანე ჩაის ნაყინამდე დიდი ხნით ადრე.

იაპონიის ბაზარზე იმპორტირებული ნაყინის რაოდენობა გაიზარდა 1990 წელს, ნაყინის იმპორტის ლიბერალიზაციის აქტის შემდეგ[2]. მწვანე ჩაის ნაყინის გაყიდვები იაპონიაში დაიწყო მწვანე ჩაის ნაყინის იმპორტის პარალელურად,Maeda-en USA-დან, რომელიც კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა. მწვანი ჩაის ნაყინის მარკეტირებისთვის, ისინი იყენებდნენ ფრაზას "ჭეშმარიტად იაპონური სტილი კალიფორნიიდან" ( "Pure Japanese style made from California"). ის მზადდება 1995 წლის აპრილიდან, კალიფორნიული, ახალი რძის გამოყენებით, რომელიც დამზადებულია აშშ-ში. იგივე პროდუქტი მალევე შემოიტანეს და დაარიგეს იაპონიის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში და ის ნახსენები იყო ზოგიერთ იაპონურ გაზეთში. [3]

1980-იანი წლების გარკვეული პერიოდის განმავლობაში, Meiji Dairies-მა (იაპონური რძის პროდუქტების მწარმოებელი) Lady Borden Brand-თან ერთად დაიწყო საკუთარი მწვანე ჩაის ნაყინის გაყიდვა, მაგრამ საბოლოოდ შეწყვიტა პროდუქტის მზადება.

Häagen-Dazs Japan-მა (ამერიკული ნაყინის ბრენდი) მწვანე ჩაის ნაყინის წარმოება 1996 წელს დაიწყო. პროდუქტი ახლა იაპონიის სასურსათო მაღაზიებში იყიდება და კომპანიის ერთ-ერთ პოპულარულ ნაყინად იქცა.

იაპონიის ნაყინის ასოციაციის სტატისტიკა აჩვენებს, რომ მწვანე ჩაის ნაყინი მესამე ადგილზე იყო "საყვარელი ნაყინის არომატის" კვლევაში.

ზოგი მწვანე ჩაის ნაყინი ხელოვნურად არის შეღებილი, ზოგს კი ბუნებრივი მწვანე შეფერილობა აქვს მწვანე ჩაის კატეხინის შემცველობის დამსახურებით.

პოპულარობა

რედაქტირება

მწვანე ჩაის ნაყინი ხელმისაწვდომია შეერთებულ შტატებში, რომელიც ნაყინი ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება, 1970-იანი წლების ბოლოდან. თავდაპირველად, ის გამოჩნდა იაპონურ რესტორნებში და ბაზრებზე. ამჟამად ის გაცილებით უფრო გავრცელებულია და მისი დამზადება შესაძლებელია სახლშიც.[4]

სხვა კერძებთან ერთად

რედაქტირება

მწვანე ჩაის ნაყინი ადვილად შეიძლება მოერგოს სხვადასხვა დეკორაციებსა და კომპოზიციებს, როგორც ფორმით, ისე ნაყინის არომატით. მას ხშირად მიირთმევენ სხვა იაპონური ტკბილეულის თანხლებით, როგორიცაა აზუკი (小豆)[5], დანგო (団子) და მონაკა (モナカ).

  1. AMANDA HESSER (1998-10-28). "Temptation; For Purists, Green Tea Ice Cream With an Asian Aura". The New York Times.
  2. http://www.nochuri.co.jp/report/pdf/r0509wto1.pdf (იაპონური)
  3. Nihon Keizai Shimbun. 1995-04-18
  4. http://japanesefood.about.com/od/japanesedessertsweet/r/greenteaice.htm დაარქივებული 2016-09-14 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  5. https://alltheflavors.com/recipes/140811 (ინგლისური)