მწვავე კლდისდუმა
მწვავე კლდისდუმა (ლათ. Sedum acre) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საყვავილე ყლორტების სიმაღლე 10 სმ-მდეა, უნაყოფო ყლორტებისა – 3 სმ-მდე. მცენარე შიშველია. ფოთლები რიგ-რიგად არის განლაგებული, კვერცხისებური, მჯდომარე. ყვავილედი ქოლგისებურ-ფარისებურია. გვირგვინი ოქროსფერ-ყვითელია. იზრდება მთის შუა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე მშრალ, კლდიან ადგილებში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად თითქმის ყველგან. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას.
მწვავე კლდისდუმა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Sedum acre L. | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
მწვავე კლდისდუმები
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 302.