მძიმე მეტალი (ფილმი)

მძიმე მეტალი (ინგლ. Heavy Metal) — 1981 წლის კანადური ანიმაციური ფილმი. იგი შექმნილი იქნა ლეონარდ მოგელის, ჟურნალის მძიმე მეტალი გამომცემლის მიერ. ფილმზე მუშაობდა ერთდროულად რამდენიმე ანიმაციური სტუდია.

„მძიმე მეტალი“
რეჟისორი ჯერალდ პოტერტონი
პროდიუსერი აივენ რაიტმენი
სცენარისტი დენი გოლდბერგი, ლენი ბმული და სხვები
როლებში ჰარვი ეტკინი, ჯეკი ბეროუზი, ჯონ კენდი და სხვები
კომპოზიტორი ელმერ ბერნსტაინი და სხვადასხვა შემსრულებელი
დისტრიბუტორი Columbia Pictures
ხანგრძლივობა 90 წთ.
ქვეყანა კანადა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარი
შემდეგი მძიმე მეტალი 2000

მთლიანად ფილმი არის სამეცნიერო ფანტასტიკის/ფენტეზის ჟანრის სიუჟეტების ანთოლოგია და ეფუძნება ჟურნალში „მძიმე მეტალი“ გამოქვეყნებულ გრაფიკულ მოთხრობებს. ისევე როგორც ჟურნალი, ფილმი შეიცავს ძალადობის, სიშიშვლის და სექსის სცენებსაც.

2000 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება, „მძიმე მეტალი 2000“.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პროლოგის სახით, ფილმს ახლავს მცირე შესავალი, რბილი დაშვება, რომელშიც ასტრონავტი გრიმალდი პოულობს მრგვალ მწვანე ფერის სფეროს. შემდეგ სიუჟეტში, რომელსაც გრიმალდი ეწოდება, გმირს მიაქვს ეს სფერო შინ, მაგრამ იქ სფერო მას კლავს და ემუქრება მის პატარა გოგონას, სთავაზობს რა სფეროში ჩახედვას.

გერი კენიენი - ამ ეპიზოდის მთავარი გმირია გერი კენიენი, ჩვეულებრივი ტაქსისტი, რომელიც წუწუნებს არსებულ რეალობაზე. იგი შემთხვევით ხდება ნიუ იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმთან მკვლელობის მოწმე - მსუქანი განგსტერი და მისი კიბორგები კლავენ გათხრების ხელმძღვანელ არქეოლოგს. მისი ქალიშვილი გადარჩენილია ტაქსისტის მიერ. ის მოუთხრობს, რომ ყველაფერში დამნაშავეა ლოკ-ნერის სფერო, რომელზეც ყველა ნადირობს. მხურვალე სექსის ღამის შემდეგ გოგონა ქრება, მაგრამ მოგვიანებით უგზავნის მას გზავნილს, შეხვდეს მშვიდობის ქანდაკებაზე. იქ ის უჩვენებს ლოკ-ნერს, რომელსაც თავად ინახავს და სთხოვს, გაჰყვეს განგსტერისათვის მისი გადაცემის პროცესზე. ღამით ისინი აწვდიან ლოკ-ნერს განგსტერს, იღებენ რა მათგან დიდ ფულად თანხას და გარბიან. მაგრამ განგსტერი იღუპება, როგორც კი ეხება ლოკ-ნერს. ხოლო ტაქსისტი კლავს ქალს, რადგან ის იარაღით ემუქრება.

დენი - ეს მოზარდი პოულობს თავის ბაღში მწვანე სფეროს. საღამოს, როდესაც სფეროს ეცემა ელვა, ის იქცევა კუნთებიან მამაკაცად და ინაცვლებს სხვა პლანეტაზე. იქ ის თვალს ადევნებს ქალის მსხვერპლშეწირვის პროცესს. დენი გადაარჩენს მას და ტყეში მიჰყავს, სადაც ქალი კეტრინ უელსად გაეცნობა. სასიყვარულო სცენის დროს მათ უახლოვდება ადგილობრივი მეამბოხის, არდის ჯარი. ორივე გადაყვანილია მასთან, კეტრინი კი დაძინებულია. არდი მოსთხოვს მას დედოფლისგან ლოკ-ნერის მოპარვას, სანაცვლოდ კი კეტრინის გაცოცხლებას სთავაზობს. იქ შეპარულ დენს იჭერს დედოფალი, რომელიც სთავაზობს მისი გაუმაძღარი სხეულის დაკმაყოფილებას. ამასობაში მსახურები მას ამცნობენ, რომ არდის მოახლეებმა მოიპარეს ლოკ-ნერი. განრისხებული დედოფლისგან თავის გადარჩენის შემდეგ დენი ბრუნდება არდთან, სადაც ეს უკანასკნელი კეტრინს კერპს მსხვერპლად სწირავს. უეცრად მოსულ დედოფალს, არდთან ერთად, ანადგურებს ლოკ-ნერი. დენი კი უარს ამბობს არდის ხალხის მმართველობაზე და ქალთან ერთად მოგზაურობას განაგრძობს. მისი ბოლო ფრაზაა - 'დედამიწაზე მე არავინ ვარ, აქ კი - დენი.'

კაპიტანი შტერნი - კოსმოსური სადგურის დერეფანში მამაკაცი პოულობს მწვანე ბურთულას. იმავე სადგურის დარბაზში სასამართლოს წინაშე გამოდის ბრალდებული კაპიტანი ლინკოლნ შტერი, რომელიც ეჭვმიტანილია კოსმოსურ მეკობრეობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, მკვლელობებში, ძალადობაში და ა.შ. ის თავის თავს უდანაშაულოდ ცნობს, იმ იმედით, რომ მოსყიდული მოწმე მას გაამართლებს. მამაკაცი, რომელმაც მანამდე ბურთულა იპოვა, ჯდება მოწმის ადგილზე და მის სასარგებლოდ საუბრობს, მაგრამ ბურთის გავლენის ქვეშ უეცრად იწყებს სიმართლის თქმას. ის გიგანტად იქცევა, რომელიც ანგრევს სასამართლოს, მაგრამ გარეთ გასული, მშვიდდება, როგორც კი შტერნი გადასცემს დაპირებულ ქრთამს. მაგრამ მამაკაცი, სახელად ფისტი, ეცემა შტერნის მიერ გაღებულ ლუკში. კოსმოსში დაფრინავს მხოლოდ მისგან დარჩენილი ხელი ბურთულით.

B-17 - ღამის რეიდის დროს თვითმფრინავის ეკიპაჟის ნახევარი იღუპება. მასზე ეცემა ლოკ-ნერი, რომელიც ყველას აქცევს სისხლიან ზომბებად. პირველი პილოტი, რომელიც ცოცხალი რჩება, ეშვება კუნძულზე, რომელზეც კვლავ ზომბები ცხოვრობენ. სიუჟეტი იცვლება - ქალაქში მოძრაობს წითელი ავტომობილი.

რა მშვენიერია, რა საშიშია - ავტომობილით პენტაგონს ეწვია ცნობილი მეცნიერი, არნაკი. მან უნდა ისაუბრობს არიზონის შტატში მომხდარი მუტაციებისადმი მიძღვნილ გამოსვლაზე. სხვები დარწმუნებულები არიან, რომ მუტაციის პრობლემა მდგომარეობს კოსმოსიდან მოსულ რაღაც მიზეზში, მაგრამ არნაკი არწმუნებს ყველას, თითქოს დედამიწა ერთადერთი სრულყოფილი ცივილიზაცია არის. ამ დროს პენტაგონის თავზე ჩერდება გიგანტური კოსმოსური ხომალდი. არნაკი შეშდება - ის ყურადღებას აქცევს სტენოგრაფისტი ქალის, გლორიას მწვანე ფერის გულსაბნევს. ორივეს იწოვს ხომალდიდან ჩამოშვებული მილი. ხომალდში მოხვედრილი არნაკი იშლება ნაწილებად, ხოლო გლორია მიჰყავს რობოტს. გლორიას მასთან ვნებიანი სექსუალური კავშირი უჩნდება, ხოლო ხომალდის პილოტები ამ დროს ყლაპავენ ერთგვარ 'პლუტონურ კოკაინს', რის შემდეგაც დიდი დაზიანებებით ეშვებიან მთავარ კოსმოსურ სადგურზე.

ტაარნა - ლოკ-ნერი ეშვება უდაბურ პლანეტაზე, სადაც ყველა ადამიანს აქცევს მწვანე არსებებად. მათი ახალი მანია მხოლოდ მკვლელობაა და ისინი თავს ესხმიან მშვიდობიან ქალაქს. ქალაქის უხუცესები უხმობენ უძველეს მცველთა, ტაარაკიენთა შთამომავალს. ტაარნა, სიმპათიური მებრძოლი ქალი საშველად მოემართება პტეროდაქტილის მსგავსი ფრინველის დახმარებით. ის პოულობს მედალიონს, რომელიც მკვლელებმა დატოვეს. ტაარნა პოულობს ბარბაროსებს და კლავს მათ მეთაურს. დაჭრილ მდგომარეობაში ის მიემართება ლოკ-ნერის ვეებერთელა სფეროსაკენ და ანადგურებს მას.

ფინალში, ლოკ-ნერი ეუბნება გრიმალდის გოგონას, რომ მასში არის ძალა, რომლის მნიშვნელობაც თავად არ იცის და ის არ მისცემს საშუალებას, გააღვიძოს თავის თავში ეს ძალა. ლოკ-ნერი აფეთქებს სახლს, მაგრამ გოგონა გარბის აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე. მინდორში გაქცეული ის პოულობს ბარტყს, რომელიც ჰგავს ტაარნას ასეთივე ფრინველს. გოგონა ჯდება მასზე და ორივე მიემართება შორს. გოგონას კისერზე ტაარნას ნიშანია გამოსახული.

  • ფილმის დასრულებაზე გამოყოფილი დრო იწურებოდა და ეპიზოდი 'ქვეყანა არაარსად (Neverwhere land). ამ ეპიზოდში გაერთიანებული იყო შტერნისა და B-17-ის ეპიზოდები, ხოლო მუსიკალური გაფორმების სახით ჟღერდა პინკ ფლოიდის Time
  • თავდაპირველად B-17-ზე იერიში უნდა მიეტანათ გრემლინებს და არა ზომბებს
  • ლოკ-ნერი აღებული დენის შესახებ კომიქსებიდან, მაგრამ განსხვავებით ფილმისგან, იქ მას საუბარი არ შეუძლია და ოვალური ფორმის არის
  • დენი ეკრანზე ჩნდება მეორედ - 1968 წელს მასზე გადაღებული იქნა ფილმი არასოდეს.

გამოხმაურება

რედაქტირება

ფილმი უშუალოდ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა რამდენიმე მიმომხილველმა დადებითი შეფასება მისცა. ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტის, ჯენეტ მესლინის თქმით, ფილმმა ძალიან მიიქცია ყურადღება მუსიკით, მიუხედავად იმისა, რომ მისი სათაური უფრო უხეშად ჟღერდა. კინოისტორიკოს და კრიტიკოს ლეონარდ მელტინის თქმით, ფილმი მისაღები იყო მხოლოდ მოზარდებისათვის და შეფასებული იქნა 3 ვარსკვლავად.

მიუხედავად ფართო პუბლიკის მხრიდან დაბალი შეფასებებისა, ფილმი საკულტოდ იქცა. თავისი პოპულარობის ტალღაზე, ის 15 წლის განმავლობაში ხშირად იქნა ტრანსლირებული ტელეეთერში, თუმცა ოფიციალურად ვიდეოკასეტაზე მხოლოდ 1996 წელს გამოვიდა (მუსიკის გამო საავტორო უფლებების პრობლემების მიზეზით). ეს არის კლასიკური მაგალითი ფილმისა, რომელიც არ გამოიცემოდა ვიდეოფორმატში, მაგრამ კვლავ სარგებლობდა პოპულარობით.

ფილმის კულტი დღესაც აქტუალურია. სერიალის South Park 2008 წლის ერთ-ერთი ეპიზოდი მთლიანად შეიქმნა, როგორც პაროდია ამ ფილმზე.

ინსტრუმენტული საუნდტრეკი

რედაქტირება

თავისი დროისათვის საკმაოდ უცნაური იყო, რომ გარდა ცნობილი მუსიკოსების სიმღერებისგან შემდგარი ალბომისა, გამოიცა ფილმის მთავარი საუნდტრეკიც, ელმერ ბერნსტაინის მუსიკით. 2008 წლის 13 მარტს ასევე გამოვიდა ორიგინალური, ვრცელი კრებული ყველა მუსიკალური თემით, რომელიც ფილმისათვის დაიწერა. მას ასრულებს ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი, ლონდონის ვოკალურ გუნდთან ერთად.

კომპოზიციები

რედაქტირება

ორიგინალური გამოცემა

  1. „Den and The Green Ball“ (03:17)
  2. „Den Makes It“ (02:49)
  3. „Den and the Queen“ (02:56)
  4. „Den's Heroics“ (02:52)
  5. „Bomber and The Green Ball“ (04:41)
  6. „Space Love“ (01:32)
  7. „Harry and the Girl“ (03:45)
  8. „Tarna Summoned“ (02:50)
  9. „Flight“ (02:20)
  10. „Tarna Prepares“ (03:35)
  11. „Barbarians“ (03:37)
  12. „Tarna Forever“ (03:37)

2008 წლის გამოცემა

  1. „Beginning“ 1:16
  2. „Intro to Green Ball“ 1:18
  3. „Discovery/Transformation (Den and the Green Ball)“ 3:15
  4. „Den Makes Out (Den Makes It)“ 2:42
  5. „Castrate Him/Searching for Loc Nar“ 2:04
  6. „Queen for a Day (Den and the Queen)“ 2:54
  7. „Pursuit (Den’s Heroics)“ 2:51
  8. „Fiste“ 1:27
  9. „Getting Bombed“ 3:06
  10. „Green Ball“ 2:15
  11. „Dem Bones“ 2:44
  12. “No Alarm“ 0:58
  13. “Robot Love (Space Love)“ 1:32
  14. “Harry“ 1:35
  15. “The Next Morning“ 1:56
  16. “End of Baby“ 2:43
  17. “Council (Taarna Summoned)“ 2:49
  18. “The Flight to Temple (Flight)“ 2:16
  19. “The Sword (Taarna Prepares)“ 3:32
  20. “Flight to Holiday Town“ 2:20
  21. “Fighting“ 2:43
  22. “My Whips!/Taarna Escapes Pit“ 4:57
  23. “Finish (Taarna Forever)“ 3:34

დამატებითი კომპოზიციები

  1. „Den Makes Out“ (ფილმის ვერსია) 2:49
  2. „Bomber and the Green Ball“ (შემოკლებული ვერსია) 4:35
  3. „Harry and the Girl“ (შემოკლებული ვერსია) 3:41
  4. „Barbarians“ (შემოკლებული ვერსია) 3:34

სხვა მუსიკოსები

რედაქტირება

საუნდტრეკი გამოვიდა 1981 წელს, მაგრამ 1995 წლამდე მხოლოდ გრამფირფიტაზე გამოიცემოდა. 'ბილბორდის' ჩარტში ჩანაწერი მოხვდა #12 ადგილზე.

ოფიციალურად ფილმი ვიდეოკასეტებზე გამოვიდა მხოლოდ 1996 წელს, რადგან დაშვებული იყო მხოლოდ კინოვერსიაში და საუნდტრეკში მასში შემავალი სიმღერების შეტანა .

სიმღერები

რედაქტირება
  1. „Heavy Metal“ (ორიგინალური ვერსია) (სემი ჰეგერი) (3:50)
  2. „Heartbeat“ (ჯერი რიგსი) (4:20)
  3. „Working in the Coal Mine“ (დივოუ) (2:48)
  4. „Veteran of the Psychic Wars“ (Blue Öyster Cult) (4:48)
  5. „Reach Out“ (ჩიპ ტრიკი) (3:35)
  6. „Heavy Metal (Takin' a Ride)“ (დონ ჰელდერი) (5:00)
  7. „True Companion“ (დონალდ ფეგენი) (5:02)
  8. „Crazy (A Suitable Case for Treatment)“ (ნაზარეთი) (3:24)
  9. „Radar Rider“ (ჯერი რიგსი)(2:40)
  10. „Open Arms“ (Journey) (3:20)
  11. „Queen Bee“ (Grand Funk Railroad) (3:11)
  12. „I Must Be Dreamin“ (ჩიპ ტრიკი) (5:37)
  13. „The Mob Rules“ (ალტერნატიული ვერსია) (Black Sabbath) (2:43)
  14. „All of You“ (დონ ფელდერი) (4:18)
  15. „Prefabricated“ (Trust) (2:59)
  16. „Blue Lamp“ (სტივი ნიკსი) (3:48)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება