მცხეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მცხეთის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მდებარეობს მცხეთის გარეუბან კოდმანში, ბუჩქნარით დაფარულ ბორცვის ფერდზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,78 X 4,14 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში და დასავლეთ კედელში, თითო სარკმელია. დასავლეთის სარკმელი სწორკუთხაა, აღმოსავლეთისა თაღოვანი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია; ჩრდილოეთის ნიში შეისრულია. ფასადზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია აგურის დეკორატიული ლავგარდნის ნიში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7179