მცხეთის ებრაული ეპიტაფია (1938)

მცხეთის ებრაული ეპიტაფიაებრაული დამწერლობით შესრულებული წარწერა საფლავის ქვაზე, აღმოჩენილი მცხეთაში ბებრის ციხესთან 1938 წლის შემოდგომაზე. წარწერები ნაპოვნია საბეითლო პუნქტისათვის შენობის საძირკვლის ჩასაყრელად მუშაობის დროს[1]. წარწერის პირვანდელი ადგილსამყოფელი დადგენილი არ არის.

ებრაული წარწერა. სამთავროს სამაროვანი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

წარწერა მოთავსებულია საფლავის ქვაზე, რომლის სიგრძე 82 სმ-ს აღწევს. სიგანე მერყეობს 36-46 სმ შორის. ქვის სისქე 12 სმ-ია. ქვა, რომელზედაც წარწერაა მოთავსებული, თავის ზედა ნაწილში წააგავს სამკუთხედს, რომელიც ბოლოვდება ზევით აშვერილი, დაახლოებით 2 სმ სიმაღლის მქონე წაწვეტილი თავებით.

ქვაზე ქვევით, მარცხენა მხარეს, ამოკვეთილია გამოსახულება პურისა, თასისა და სურისა. ქვის ზედა ნაწილში გამოსახული უნდა იყოს ხონჩა, რომლის ფარგლებშიაც მოთავსებულია წარწერა.

წარწერა, რომელსაც 18X21 სმ სივრცე უჭირავს, ხუთი სტრიქონისაგან შედგება. სტრიქონების სიგრძე თანაბარი არ არის, მაშინ როდესაც პირველი ორი სტრიქონის სიგრძე 23-24 სმ-ს უდრის, მესამე სტრიქონის სიგრძე 22 სმ-ს არ აღემატება, ხოლო მეოთხისა — 16-ს. ყველაზე მოკლეა უკანასკნელი (მეხუთე) სტრიქონი, რომლის სიგრძე 12 სმ-ს უდრის.

הדן קברה דיוסף
בר האון (?) דבור
למב ואף שלום
אההו דכור
בשלמה

ეს საფლავი (არის) იოსებ
ბარ ჰაზანისა (?). ხსენებულ (იყავნ იგი)
ნეტარად; და აგრეთვე შალლუმ,
ძმა მისი, ხსენებულ (იყავნ)
მშვიდობით.

აღნიშნული წარწერები გაშიფრულია აკადემიკოს გიორგი წერეთლის მიერ, რომელმაც მართლწერაში რიგი სხვაობები შეამჩნია და თავისსავე კვლევაში აღნიშნა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ივ. ჯავახიშვილი, „კომუნისტი“, 1938, 23 დეკემბერი