მცხეთისჯვრის საცხოვრებელი სახლი
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
მცხეთისჯვრის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთისჯვარში, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის პირას, სოფელ კლდისწყაროს გადსახვევთან. აგებულია XIX საუკუნის ბოლო წლებში. ამ ადგილზე გადმოტანიალია XX საუკუნის 70-იან წლებში (შენობის ქვედა, ქვით ნაგები სართული ადგილზე დატოვეს). სახლი ერთოთახიანია (3,5X3,5 მეტრზე), ნაგებია მუხის ხის ძელებით, რომლებიც კუთხეებში დაკავშირევულია ჭდობით. დასავლეთით მთავარი ფასადის მხარეს ყრუმოაჯირიანი (გვაინდელია) ღია აივანია, რომლის სვეტებს შორის ზემოთ ჭვიული გეომეტრიული ორნამრნტის მორთილი დეკორატიული თაღებია. ერთი შესასვლელი აივნიდანაა, მეორე ბუხრის ადგილზეა გაჭრილი. ოთახს ორი სარკმელი აქვს, ორივე აივანზე გადის. სახლს ხის ნივნივებზე გამართული კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 438.