მცირე სვინაქსარიXI საუკუნის ქართული ხელნაწერი, საღვთისმსახურო კრებული. გადაწერილია 1030 წელს კონსტანტინეპოლში, ხორას მონასტერში. ხელნაწერის მომგებელია ზაქარია ბანაელი.

მცირე სვინაქსარი

მცირე სვინასარმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ეკლესიაში ახალი, კონსტანტინეპოლური ტიპიკონისა და კალენდრის შემოღებას, მოძრავი ციკლის ახალი გეგმისა და შედგენილობის განსაზღვრას. მცირე სვინაქსარმა წარმოშვა საღვთისმსახურო-ჰიმნოგრაფიული კრებულების ახალი სახეობანი: თვენი, მარხვან-ზატიკნი, პარაკლიტონი.

ხელნაწერის საწერ მასალად ეტრატია გამოყენებული, გადაწერილია ნუსხურით, ყავისფერი მელნით. საზედაო ასოები და სათაურები სინგურითაა შესრულებული. მცირე სვინაქსარი ყველაზე ფართოდ ილუსტრირებული ქართული საღვთისმსახურო კრებულია. ხელნაწერში სულ 72 მინიატიურაა ჩართული. წიგნი 400 ფურცლისაგან შედგებოდა, თუმცა დღეს მხოლოდ 144 ფურცელია შემორჩენილი. ფურცლის ზომებია: 27X21 სანტიმეტრი.

მცირე სვინაქსარი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში (A-648).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 49