დიდი სვინაქსარიX საუკუნის ქართული ხელნაწერი საღვთისმსახურო წიგნი, რომელშიც თავმოყრილია მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა, მათ შორის ქართველთა მოკლე ცხოვრებები და წამებები. ხელნაწერი საეკლესიო კალენდარზეა გაწყობილი. შეიცავს ინფორმაციას სოფიაწმინდის, სტოდიელთა სავანისა და ათონის ივერთა მონასტრის ლიტურგიკული პრაქტიკის შესახებ.

დიდი სვინაქსარი

დიდი სვინაქსარი 1042-1044 წლებში ბერძნული ენიდან თარგმნა და ქართული მასალით შეავსო გიორგი მთაწმიდელმა. ეს ხელნაწერი კი იმავე საუკუნეში ცნობილი კალიგრაფების, დავით და იოვანე ჯიბისძეების მიერაა გადაწერილი შავ მთაზე, რომანწმინდის მონასტერში.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, შეიცავს 452 ფურცელს, ფურცლის ზომებია 22X17 სანტიმეტრი. შესრულებულია ნუსხურით, მელანი ყავისფერია. სათაურები სინგურით ასომთავრულადაა ნაწერი. ხელნაწერი გაფორმებულია სწორხაზოვანი თავსამკაულებითა და საზედაო ასოებით.

დიდი სვინაქსარი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში (H-2211).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 49