მცირე ბირთვული რიბონუკლეინის მჟავები

მცირე ბირთვული რნმ-ები (მბ-რნმ, snRNA) — რნმ-ის კლასი, რომელიც გვხვდება ეუკარიოტული უჯრედების ბირთვში. ისინი ტრანსკრიბირდებიან რნმ პოლიმერაზა II-ით ან რნმ-პოლიმერაზა III-ით და მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორებიცაა სპლაისინგი (ინტრონების წაშლა მოუმწიფებელი ი-რნმ-დან), ტრანსკრიფციის ფაქტორების (7SK რნმ) ან რნმ-პოლიმერაზების (B2 რნმ) რეგულაციები და ტელომერების მთლიანობის შენარჩუნება.

მცირე ბირთვული რნმ-ები ყოველთვის ასოცირებულია სპეციფიკურ ცილებთან. ამგვარ კომპლექსებს ეწოდება მცირე ბირთვული რიბონუკლეოპროტეინები (მბ-რნპ). მცირე ბირთვული რნმ-ები დიდი რაოდენობით შეიცავს ურიდინულ ნუკლეოტიდებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება