მშვიდობის ხიდი (თბილისი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მშვიდობის ხიდი.

მშვიდობის ხიდი — საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის. ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო ქ. თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. მშვიდობის ხიდი მე-11 ხიდია, თბილისის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარზე აგებულთაგან და ერთადერთია, რომელიც თბილისში XXI საუკუნეში აშენდა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ასეთი ხიდის აშენებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ხიდი ყურადღებას იპყრობს ექსპრესიული მოხაზულობით, მასალითა და ტექნიკური აღჭურვილობით, მისი არქიტექტურული სტილის ისტორიულ გარემოსთან კონტრასტით. ხიდის სეართო ღირებულებამ შეადგინა 12,5 მლნ ლარი, რომელიც გამოყო ქალაქის ბიუჯეტმა.

კოსნტრუქცია

რედაქტირება

ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი, ხოლო განათების დიზაინერი — ფრანგი ფილიპ მარტინო[1]). ხიდის კონსტრუქციას წარმოადგენს ლითონის ბადურა კარკასი, ხოლო შემავსებელს - მინის პანელები, რომლებიც ერთობლიობაში 150 მ² ფართობის მქონე ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ეფუძნება 4 მძლავრ ფოლადისავე სვეტს, ხოლო ბილიკი ჩამოკიდულია კარკასზე ბაგირებით. სავალი ნაწილის სიგანე მდინარის თავზე 5 მეტრია, ბოლოებისკენ კი 2 მეტრამდე. საერთო სიგრძეა 156 მ. ხიდზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ სანაპირო ხეივნებიდან კიბეების მეშვეობით. ღამით ხიდი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც უზრუნველყოფს 50 000-მდე ნათურა.


გამოხმაურება

რედაქტირება

ხიდმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც ურბანისტულ-არქიტექტურული კუთხით, პროფესიული წრეებიდან[1][2], ისე საპროექტო-სამშენებლო პროცესის გამჭვირვალობის და საზოგადოების მონაწილეობის კუთხით, სხვადასხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან[3][4][2]. იყო შენიშვნები და პრეტენზიები ხიდის მასშტაბთან და პროპორციებთან, ასევე მის ზედმეტად ექსპრესიულ დიზაინთან დაკავშირებით[1][2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 23, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ეკა ლომიძე (17-05-2010). "ამაზე გრძელი, ამაზე დიდი... ჯერ არ მინახავს მე მტკვარზე ხიდი!". სტატია. გაზეთი კვირის პალიტრა. ციტირების თარიღი: 2010-07-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 ნინო კვიტაშვილი (2010-08-09). „პრეზიდენტის სასახლე მდარე გემოვნების ნიმუშია“. სტატია ყოველკვირეული გაზეთიდან „ყველა სიახლე“. საინფორმაციო პორტალი ambebi.ge. ციტირების თარიღი: 2010-09-06.
  3. „ირაკლი ალასანია არქიტექტორთა კავშირის წევრებს შეხვედა“. რუბრიკა „ახალი ამბები და პოლიტიკა“. ვიდეო პორტალი „youtube“. 28 აპრილი, 2010. ციტირების თარიღი: 2010-07-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. MaestroCTN (10 აპრილი, 2010). „ნიკა ივანიშვილი „მშვიდობის ხიდის“ მშენებლობას აპროტესტებს“. რუბრიკა „ახალი ამბები და პოლიტიკა“. ვიდეო პორტალი „youtube“. ციტირების თარიღი: 2010-07-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)