მშვიდობის მშენებლობა
მშვიდობის მშენებლობა — ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს საშინაო თუ საერთაშორისო კონფლიქტის დასრულების შემდეგ და მიზნად ისახავს მშვიდობის აღდგენას. გულისხმობს იმ ქმედებების და ინსტიტუტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ მშვიდობის გამყარებას, ყოფილ მტრებს შორის ხელშეკრულებების გაფორმებას და ურთიერთობების განახლებას, არჩევნების ჩატარებას ან მის მონიტორინგს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენას.[1]
ცნების ისტორია
რედაქტირებაცნება „მშვიდობის მშენებლობა“ ან „პოსტკონფლიქტური მშვიდობის მშენებლობა“ პირველად მშვიდობის საკითხების ნორვეგიელი მკვლევარის იოოჰან გალტუნგის ნაშრომებში გამოჩნდა. 1976 წელს გალტუნგმა, რომელიც კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში ძალადობის გადალახვის გზებს იკვლევდა, ჩამოაყალიბა ამ მიზნის განპირობებული სამი ძირითადი ინსტრუმენტი: მშვიდობის მხარდაჭერა, მშვიდობის დამყარება და მშვიდობის მშენებლობა.[2]. მოგვიანებით ცნება გაეროს ოფიციალურ პოლიტიკურ-დიპლომატიურ დოკუმენტებშიც აისახა. კერძოდ, ყველაზე ვრცლად იგი ფორმულირებული იყო 1992 წელს გაეროს გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის „მშვიდობის დღის წესრიგში“.[3].
ამ საპროგრამო დოკუმენტში პირველად გამოჩნდა განსხვავება „პრევენციულ დიპლომატიას“ (რომელიც მნიშვნელოვანია კონფლიქტის დაწყების თავიდან ასაცილებლად), „მშვიდობის დამყარებას“ (რომელიც გამოიყენება მიმდინარე კონფლიქტის შესაჩერებლად), „მშვიდობის მხარდაჭერას“ (რომელიც მიმართულია დაპირისპირებული მხარეების განცალკევებისა და მოკლე თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში ძალადობის შეჩერებისკენ) და „მშვიდობის მშენებლობას“ შორის. მშვიდობის მშენებლობა განისაზღვრა „კონცეფციად ქმედებისთვის იმ სტრუქტურების აღმოჩენისა და მხარდაჭერისთვის, რომლებიც მიმართული არიან ხელი შეუწყონ მშვიდობის გამყარებას კონფლიქტის რეციდივების თავიდან აცილების მიზნით“.[4].
აზრი, ჩადებული ამ ცნებაში, მრავალგზის შეიცვალა. თავდაპირველად მშვიდობის მშენებლობად მიიჩნეოდა დემობილიზაციის, დაპირისპირებული მხარეების რეინტეგრაციის და დემოკრატიული ტრანზიციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კომპლექსი, რომლის დასრულების შემდეგაც წარმოქმნილი კონფლიქტები გადაიჭრებოდა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური გზებით. 1990-იანი წლების ბოლოს მშვიდობის მშენებლობის კონცეფცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
მშვიდობის მშენებლობის ძირითადი მიზნები და ამოცანები
რედაქტირებაპოსტკონფლიქტური მშვიდობის მშენებლობის ძირითადი მიზნებია:
- ღია ძალადობის განახლების აღკვეთა და ნეგატიური მშვიდობის მხარდაჭერა, რომლის დროსაც ძალადობის შეწყვეტა ხერხდება, თუმცა კონფლიქტის აღმოფხვრილი ღრმა და სტრუქტურული მიზეზები არ არის;
- პოზიტიური ან მყარი მშვიდობის დასამყარებლად პირობების შექმნა მხარეთა შერიგების ხელშეწყობით;
ამ მიზნების მისაღწევად მშვიდობის მშენებლობის პროცესი გულისხმობს მრავალი პოლიტიკური და ტექნიკური ამოცანების გადაჭრას, რომელიც მოიცავს:
- საზოგადოებრივი მხარდაჭერის გენერაცია მშვიდობიანი ხელშეკრულების მხარდასაჭერად;
- განიარაღება, დემობილიზაცია და მებრძოლების რეინტეგრაცია;
- უსაფრთხოების სექტორის, პოლიციის და სასამართლოს სექტორის რეფორმა;
- ლტოლვილებისა და დევნილების დახმარება;
- ეკონომიკური აღდგენა;
- სოციალური შერიგების მიღწევა სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის;
- ეფექტიანი პოლიტიკური რეფორმების გატარება, რომლის მიზანიცაა განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფების თანაბარი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
პოსტკონფლიქტური აღდგენა
რედაქტირებააღდგენის ჩარჩოებში ხდება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურების რეკონსტრუქცია სამართლიანი და ნაკლებად კონფლიქტური საზოგადოების შესაქმნელად. ამ პროცესის ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს დანგრეული მატერიალური ინფრასტრუქტურის აღდგენას, განაღმვას, რესურსებისადმი თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას, ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფას მარგინალიზებული სოციალური ჯგუფებისთვის. პოლიტიკური თვალსაზრისით აუცილებელია პოლიტიკური ძალაუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შექმნა, სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის დამყარება და სამართლიანი, ღია და თანასწორი არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანი ამოცანაა საკონსტიტუციო რეფორმის გატარება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღება.
საზოგადოებრივი შერიგება
რედაქტირებამყარი მშვიდობისთვის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტია დაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფების შერიგება და სოციალურ-ფსიქოლოგიური სოციალური რეაბილიტაცია კონსოლიდაცია. საზოგადოებრივი შერიგების საკვანძო ასპექტია საამრთლიანობის და პასუხისმგებლობის პრობლემების გადაწყვეტა სამართლის და შერიგების სპეციალური კომისიების შექმნით, ამნისტიების გაცემა, დამნაშავეების მიმართ სასამართლო პროცესების ჩატარება და დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადახდა. შერიგების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური ურთიერთობების და პიროვნული ნდობის აღდგენა საერთო დანაშაულის განცდის გააზრებით და წარსულიდან მომავლისკენ სწრაფვის საერთო მიზნის ფორმირებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chetail V. Introduction: Post-conflict Peacebuilding — Ambiguity and Identity // Post-conflict Peacebuilding: A Lexicon. New York, 2009.
- Galtung J. Three Approaches to Peace: Peacekeeping, Peacemaking, and Peacebuilding // Peace, War and Defence, Essay in Peace Research, Copenhagen, 1976
- http://www.un-documents.net/a47-277.htm
- Ramsbotham O., Woodhouse T., Miall H. (2006). Contemporary Conflict Resolution. The prevention, management and transformation of deadly conflicts. Cambridge: Cambridge University Press. 399 p.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Кутейников А. Е., Масляк А. В. ОТ СТРОИТЕЛЬСТВА МИРА К ГОСУДАРСТВОСТРОИТЕЛЬСТВУ: ОПЫТ ООН В РАЗРЕШЕНИИ МЕЖДУНАРОДНЫХ КОНФЛИКТОВ // Международные процессы. 2013, № 1. С. 29-48
- ↑ Galtung J. Three Approaches to Peace: Peacekeeping, Peacemaking, and Peacebuilding // Peace, War and Defense, Essay in Peace Research, Copenhagen, 1976
- ↑ Повестка дня для мира, док. A/47/277 — S/24111 от 2 июля 1992 года [Электронный ресурс]. URL: http://www.un.org/ru/siteindex/agenda_forpeace.pdf
- ↑ Повестка дня для мира, док. A/47/277 — S/24111 от 2 июля 1992 года [Электронный ресурс]. URL: http://www.un.org/ru/siteindex/agenda_forpeace.pdf