მშვიდობიანი რევოლუცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მშვიდობიანი რევოლუცია (გერმ. Friedliche Revolution) იყო სოციოპოლიტიკური ცვლილების პროცესი, რამაც განაპირობა აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრების გახსნა დასავლეთთან, გერმანიის სოციალისტური ერთობის პარტიის (SED) პოლიტიკური დასრულება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (აღმოსავლეთ გერმანია), რამაც საბოლოოდ შექმნა ხელსაყრელი გარემო საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლისათვის. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი გამოიწვია გერმანიის გაერთიანება 1990 წლის ოქტომბერში. ეს ყველაფერი განხორციელდა არაძალადობრივი ინიციატივებისა და დემონსტრაციების საშუალებით. ცვლილების ამ პერიოდს გერმანულად ასევე უწოდებენ Die Wende („გარდამტეხი წერტილი“).

ბერლინის კედელი ბრანდენბურგის კარიბჭესთან, 1989 წლის 10 ნოემბერს

ეს მოვლენები მჭიდრო კავშირში იყო საბჭოთა კავშირის ლიდერ - მიხაილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს უნდა დაევიწყებინა აღმოსავლეთ ევროპაში ჰეგემონობის სურვილი, ასევე, ხელი უნდა აეღო რეფორმისტულ მოძრაობებზე, რომლებიც გავრცელებული იყო აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში. საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების მიზეზებს ემატებოდა ისიც, რომ გდრ-ს ჰქონდა გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ნაკლებობა. აგრეთვე, მასე ჰქონდა მკვეთრად მზარდი ეროვნული ვალი, რამაც საბოლოოდ დააჩქარა სოციალისტური ერთობის პარტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ცალმხრივი სახელმწიფოს დესტაბილიზაცია.

გდრ-ის შიგნით მიმდინარე რეფორმებში მონაწილეობას იღებდნენ ინტელექტუალური და საეკლესიო მოღვაწეები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მიწისქვეშა ოპოზიციაში. ხალხი, რომელიც აქამდე ცდილობდა ქვეყნიდან გაქცევას, რადგან აღარ ჰქონდათ ძალა მშვიდობიანი დემონსტრაციებისთვის. ისინი აღარ იყვნენ მზად ძალადობისა და რეპრესიების საფრთხის წინაშე.

მიმდინარეობა

რედაქტირება
 
ორშაბათის მიტინგი ლაიფციგში, 1989 წლის 16 ოქტომბერი
 
რიგები ბანკთან, ქალაქი გერა, 1990 წლის 1 ივლისს, იმ დღეს, როდესაც გდრ-მა მიიღო დასავლეთ გერმანიის ვალუტა.
  • 1980-იანი წლების ბოლოს - საბჭოთა ბლოკის ლიბერალიზაციისა (გლაზნოსტი) და რეფორმის (პერესტროიკა) პერიოდი.[1]
  • 1989 წლის 27 ივნისი - ავსტრიასთან უნგრეთის საზღვრის გახსნა.[2]
  • 1989 წლის 19 აგვისტო - პანევროპული პიკნიკი უნგრეთ-ავსტრიის საზღვარზე, როდესაც ასობით აღმოსავლელი გერმანელი, რომელთაც უფლება ჰქონდათ გამგზავრებულიყვნენ უნგრეთში, მაგრამ არა დასავლეთში, ავსტრიის გავლით გაიქცნენ დასავლეთ გერმანიაში.[3]
  • 1989 წლის 4 სექტემბრიდან - ორშაბათის მიტინგები აღმოსავლეთ გერმანიაში, რომელზეც მოითხოვდნენ დასავლეთ გერმანიასთან საზღვრის გახსნას და ადამიანის უფლებების დაცვას.[4]
  • 1989 წლის 18 ოქტომბერი - ერიხ ჰონკერი გერმანიის სოციალისტური ერთობის პარტიის გენერალურ მდივნის თანამდებობიდან გადააყენეს.[5]
  • 1989 წლის 9 ნოემბერი - ბერლინის კედლის დაცემა, რამაც აღმოსავლეთ გერმანელებს საშუალება მისცა თავისუფლად გამგზავრებულიყვნენ დასავლეთში.
  • 1989 წლის 3 დეკემბერი - სოციალისტური ერთიანობის პარტია გადადგა.[6]
  • 1989 წლის 4 დეკემბერი - მემორიალური ცენტრების მოქალაქეების მიერ დაპყრობა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც იწყება ერფურტში . სუსის შტაბი ბერლინში დაიკავეს 1990 წლის 15 იანვარს.
  • 1990 წლის 13 იანვარი - სუსის დაშლა.[7]
  • 1990 წლის 18 მარტი - 1990 წლის აღმოსავლეთ მთავარი არჩევნები, რომელიც ასევე იყო კვაზი-რეფერენდუმი გაერთიანების ხელახლა მიღებასთან დაკავშირებით, რომელშიც გერმანიის ალიანსმა, ხმათა უმრავლესობა მიიღო. ეს ალიანსი უჭერდა მხარს გერმანიის გაერთიანებას.[8]
  • 1990 წლის 1 ივლისი - ძალაში შევიდა Währungs-ის, Wirtschafts- und Sozialunion (მონეტარული, ეკონომიკა და სოციალური კავშირი) შეთანხმება აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის.[9] აღმოსავლეთ გერმანიამ ამ დღეს მიიღო დასავლეთ გერმანიის ვალუტა.
  • 1990 წლის 31 აგვისტო - Einigungsvertrag-ს (გაერთიანების ხელშეკრულებას) ხელი მოეწერა გდრ-სა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის
  • 1990 წლის 3 ოქტომბერი - გერმანია გაერთიანებულ იქნა აღმოსავლეთ გერმანიის ხუთი ხელახლა დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ, რომელიც ინტეგრირებულია გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში.[1]

საბჭოთა პოლიტიკა აღმოსავლეთ ბლოკის მიმართ

რედაქტირება

80-იანი წლების ბოლოს მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის პირობებში აღმოსავლეთის ბლოკის ხალხებისადმი საბჭოთა პოლიტიკამ ფუნდამენტური ცვლა დაიწყო. ეს იყო მნიშვნელოვანი დემონსტრაციების პრელუდია ფართოდ გავრცელებული სოციალისტური ერთობის პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მართავდა აღმოსავლეთ გერმანიას მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაარსდა 1949 წლის 7 ოქტომბერს.[1] წინა აჯანყებები - აღმოსავლეთ გერმანიის (1953), ჩეხოსლოვაკიის (1953), პოლონეთის (1956), უნგრეთის (1956) და პრაღის გაზაფხული (1968) - უხეშად იქნა ჩახშობილი საბჭოთა ჯარების მიერ.[10] საბჭოთა რეაქცია 1980-1981 წლების პოლონეთის კრიზისზე უკვე იყო ერთ-ერთი არა ჩარევითი გზა სხვის პოლიტიკაში.

გლასნოსტის (გახსნილობა) პოლიტიკის ინიციირებამ და პერესტროიკის (ეკონომიკური რესტრუქტურიზაციის) იდეების აუცილებლობით შეპყრობილმა გორბაჩოვმა, 1989 წლის ივლისში, ნება დართო ვარშავის პაქტის ერებს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გაეტარებინათ.[11]

საბჭოთა ბლოკის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკა ოფიციალურად გამოცხადდა საბშოთა კავშირის მიდგომად გორბაჩოვის მიერ 1989 წლის 26 ოქტომბერს გაკეთებული განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც ის აცხადებდა, რომ: „საბჭოთა კავშირს არ აქვს არანაირი მორალური ან პოლიტიკური უფლება, ჩაერიოს აღმოსავლეთ ევროპისა და მეზობლების საქმეებში“. ეს გახლდათ მოხსენიებული, როგორც სინატრას დოქტრინა, გორბაჩოვის სპიკერის - გენადი გერასიმოვის მიერ, რომელმაც ხუმრობით თქვა: „თქვენ იცით ფრენკ სინატრას სიმღერა, „მე ეს გავაკეთე ჩემი გზით?“ უნგრეთი და პოლონეთი ყველაფერ ამას თავისი გზით გააკეთებენ.“ [12]

1989 წლის კრიზისის კატალიზატორები

რედაქტირება

Ეკონომიკური სიტუაცია

რედაქტირება

აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკა უფრო ძლიერი იყო ვიდრე აღმოსავლეთ ბლოკის სხვა ქვეყნების და იგი ყველაზე წარმატებული იყო CMEA-ს ქვეყნებს შორის. ეს იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, თუმც ის ძალიან დაქვემდებარებულ პოზიციაში იმყოფებოდა. ეს იყო ტექნოლოგიის წმინდა ექსპორტიორი. მისი საერთო ენა, კულტურული და პირადი კავშირები დასავლეთ გერმანიასთან დაეხმარა ეკონომიკის გაძლიერებაში.[13] მისი ვაჭრობა დასავლეთ გერმანიასთან შეადგენდა დასავლეთის ქვეყნების მთლიანი ვაჭრობის 50-60 %-ს.[14]

აღმოსავლეთ გერმანიის მუშები იღებდნენ მეტ შემოსავლებს, ვიდრე სხვა კომუნისტური ქვეყნების წარმომადგენლები. მათ უკეთესი საცხოვრებელი ჰქონდათ, ვიდრე კომუნისტური ქვეყნების უმეტესობას, მაგრამ ისინი საკუთარ თავს ადარებდნენ დასავლეთ გერმანელებს, რომლებიც ბევრად უკეთესები იყვნენ და ეს უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი იყო.[14]

არჩევნების გაყალბება

რედაქტირება

პრაქტიკაში, გდრ-ის არჩევნები არ იყო რეალური არჩევანი, რომელიც შედგებოდა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც კენჭს უყრიდნენ „ნაციონალური ფრონტის“ კანდიდატების წინასწარ შერჩეულ სიას. ნაციონალური ფრონტი, თეორიულად, პოლიტიკური პარტიების ალიანსი იყო, მაგრამ მათ ყველას აკონტროლებდა SED პარტია, რომელიც მართავდა ვოლსკამაერს (აღმოსავლეთ გერმანიის საკანონმდებლო ორგანო). არჩევნების შედეგები, ზოგადად, დაახლოებით 99%-იანი „დიახ“ იყო წარმოდგენილი სიის სასარგებლოდ. ამასთან, 1989 წლის 7 მაისის არჩევნებამდე გაჩნდა მთავრობის მხრიდან ეჭვი, რომ მოქალაქეები უკმაყოფილების ღია ნიშნებს გამოხატავდნენ. ამის გამო, SED შეშფოთებული იყო იმის გამო, რომ შეიძლება დიდი რაოდენობის „არა“ მიეღოთ არჩევნებზე. გაიზარდა „Ausreiseantrag-ის“ განაცხადების რაოდენობა (ქვეყნიდან გასვლის ნებართვა) და გაიზარდა უკმაყოფილება საბინაო პირობებისა და ძირითადი პროდუქტების დეფიციტის გამო.[15]

1989 წლის გადამწყვეტი მოვლენები

რედაქტირება

ტიანანმენის მოედნის პროტესტი

რედაქტირება

აღმოსავლეთ გერმანელებს თვალს ადევნებდნენ ახალ ამბებს ტიანანმენის მოედნის დემოკრატიულ დემონსტრაციასთან დაკავშირებით 1989 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით, დასავლეთ გერმანიის სატელევიზიო გადაცემების მეშვეობით. როდესაც ჩინეთის რეჟიმმა სასტიკად დაშალა მიტინგი 3-4 ივნისს, რამდენიმე ასეული და შესაძლოა რამდენიმე ათასი მომიტინგე დაიღუპა. ამან შეშფოთება გამოიწვია აღმოსავლეთ გერმანიის ახალ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელიც მაისში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ იყო შექმნილი. „ჩვენ ძალიან გვეშინოდა ჩინური გამოსავლის ჩახშობის გამეორების შესაძლებლობის გამო,“ - აცხადებდა ლაიფციგში მდებარე ნიკოლაიკირშის პასტორი კრისტიან ფუჰერი.

SED-ის ოფიციალური მხარდამჭერი გაზეთი - Neues Deutschland-მა, მხარი დაუჭირა ჩინეთის ხელისუფლების განხორციელებულ ზომებს. გერმანიის სახალხო კონგრესმა გამოაცხადა, რომ ეს იყო „კონტრრევოლუციური ძალების მარცხი“. სამოქალაქო უფლებების 16 აქტივისტი აღმოსავლეთ ბერლინში დააპატიმრეს ჩინეთის მთავრობის ქმედებების გაპროტესტების დროს.[16]

ბერლინის კედლის დაცემა და საზღვრის გახსნა

რედაქტირება
 
რიგი Wartha-ს საზღვართან, თიურინგია. 1989 წლის 10 ნოემბერი. აღმოსავლეთ გერმანელების ვიზიტი დასავლეთ გერმანიაში.

მას შემდეგ, რაც უნგრეთმა და ჩეხოსლოვაკიამ უფლება მისცეს აღმოსავლეთ გერმანელებს თავიანთი საზღვრებით დასავლეთისაკენ გადასულიყვნენ. ვერაფერი გააკეთა ამის შესაჩერებლად გდრ-ის მთავრობამ. 4-5 ნოემბერს, ბერლინის კედლის გახსნამდე შაბათ-კვირას, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.[17] 1989 წლის 9 ნოემბრის საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუნტერ შაბოვსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ გერმანელებს შეეძლოთ თავისუფლად ემოგზაურათ ბერლინის კედლის იქით.[18]

  1. 1.0 1.1 1.2 Childs, David (2014) The Fall of the GDR. Abingdon: Routledge.
  2. On this day: 27 June - the Iron Curtain was breached. European Parliament, 26 June 2009. Retrieved 8 August 2019
  3. Walker, Shaun (18 August 2019) How a pan-European picnic brought down the iron curtain on Guardian Online. Retrieved 20 August 2019
  4. Geschichte der Bundesrepublik de. Stiftung Deutsches Historisches Museum. ციტირების თარიღი: 29 June 2018.
  5. Tomforde, Anna (19 Oct 1989) East Germans oust Honecker in The Guardian.
  6. How ordinary people smashed the Stasi in The Local.de, 4 December 2014.
  7. The History of the Stasi. AuthorHouse. ციტირების თარიღი: 2 September 2019. 
  8. Illmer, Andreas (18 March 2010) on DW.com.
  9. Bromley, Joyce E. (2017) German Reunification: Unfinished Business.
  10. Kramer, Mark (2011) ((December 2011) "Contemporary Issues in Historical Perspective: The Demise of the Soviet Bloc".
  11. Nelsson, Richard (10 Jul 2019) Gorbachev's vision for a 'common European home'- archive, July 1989.
  12. Keller, Bill (26 October 1989) Gorbachev, in Finland, Disavows Any Right of Regional Intervention. in New York Times.
  13. Baylis, Thomas A. (1986) Explaining the GDR's Economic Strategy in International Organization, Vol. 40, No. 2, "Power, Purpose, and Collective Choice: Economic Strategy in Socialist States" (Spring, 1986), pp. 381–420.
  14. 14.0 14.1 Protzman, Ferdinand (15 May 1989) (East Germany Losing Its Edge in New York Times.
  15. Wahlfälschung 1989 Die Angst der SED vor tausend Nein-Stimmen, 9 May 2019 in LR online.
  16. Fong, Diana (3 June 2009) China's pro-democracy protests struck hope and fear in East Germany on DW.com.
  17. Schmemann.
  18. Berlin Wall blunderer Guenter Schabowski dies at 86 on BBC News, 1 November 2015.