მფერხავი
მფერხავი — მომლოცველ-მოცეკვავე გურიაში, მეფეხური ან მეფერხე — იმერეთში, მეკვლე — ხევსურეთში. ტერმინის წარმოშობა დაკავშირებულია საახალწლო რიტუალურ წეს-ჩვეულებასთან. ფერხავობის დღეს (ახალი წლის მეორე დღე) ოჯახში მისალოცად მივიდოდა უცხო კაცი და ოჯახის ყელა წევრს ეცეკვებოდა. ხალხის რწმენით, როგორი ფეხისაც იყო მფერხავი, ისეთი წელიწადი დაუდგებოდა ამ ოჯახს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. გუნია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 235.