ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მფარავი ქსოვილი, ეპიდერმისიქსოვილი, რომელიც მცენარის მთელს ზედაპირს, ყველა ორგანოს ფარავს გარედან, იგი იცავს მის ქვეშ მოთავსებულ უჯრედებს გამოშრობისა და დაზიანებისაგან. მფარავი ქსოვილი შედგება უჯრედის ერთი ან რამდენიმე შრისაგან. უჯრედები მცირე ზომისაა, აქვს სქელი გარსი და მჭიდორდაა გაწყობილი. ზოგიერთი მფარავი ქსოვილი მკვდარი უჯრედებითაა წარმოდგენილი.მაგ: ხე მცენარეებისა და ბუჩქებისა მრავალწლიანი ღეროს ქერქის საფევი.

მფარავი ქსოვილი, გარდა დაცვითი ფუნქციისა, სხვა ფუნქციასაც ასრულებს. მაგ: ფოთლის კანის შორის მოთავსებულია ლობიოს თესლის მოყვანილობის პატარა, წყვილ წყვილად დაწყობილი უჯრედები — ბაგეები, რომელიც შემოსაზღვრავს ბაგის ხვრელს. ბაგეები ემსახურება ფოთოლში აირთა ცვლას და ფოთლის ზედაპირზე წყლის აორთქლებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

უცხო სიტყვათა ლექსიკონი — nplg.gov.ge