მუჰთასიები
მუჰთასიები — ერთ-ერთი მოხელე ფეოდალურ თბილისში. მისი არსებობა დასტურდება XII საუკუნეში. დოკუმენტში, სადაც მოხსენიებულია " სამუსტასიბო" გამოსაღები აღმოსავლეთ მაჰმადიანურ სამყაროში მუჰთასიებს ევალებოდა საპოლიციო სამსახური, სამართლის წარმოება, აგრეთვე ქალაქში წესრიგის დაცვა, ქუჩების კეთილმოწყობა, რელიგიურ საყოფაცხოვრებო წესების თვალყურის დევნება. მუჰთასიები ერთდროულად არსრულებდრელიგიურ და ქალაქის მოხელის ფუნქციებს.
მუჰთასიები საქართველოს სამეფოში სავარაუდოდ, საამიროს გზით შემოვიდა. მუჰთასიბის თანამდებობა თბილისის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებში არ ფიქსირდება. მუჰთასიბი გვხვდება სომხეთის ქალაქებში და იქაც ქალაქის მოხელეა. ეს თანამდებობა თბილისის შემოერთების შემდეგაც დარჩა აქ მაჰმადიანური მოსახლეობის არსებობის გამო: მაგრამ ქართულ სინამდვილეს დიდხანს ვერ შერჩა და მალე გაუქმდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. გვ.697, ISBN 99928-20-32-2.
- ლორთქიფანიძე, მ. (1954). „ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 148-150.