მუხთარ ბაბაევი

(გადამისამართდა გვერდიდან მუხტარ ბაბაევი)

მუხთარ ბაჰადურ-ოღლუ ბაბაევი (აზერ. Muxtar Babayev; დ. 16 ოქტომბერი, 1967, ბაქო) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (2018 წლის 23 აპრილიდან).[1]

მუხთარ ბაბაევი
აზერ. Muxtar Babayev
დაბ. თარიღი 16 ოქტომბერი, 1967(1967-10-16) (57 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა მინისტრი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები დიდების ორდენი და მედალი „პროგრესი“

მუხთარ ბაბაევი დაიბადა ბაქოში, 1967 წლის 16 ოქტომბერს. იქვე 1984 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1991 წელს დაამთავრა მსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი „პოლიტოლოგიის“ სპეციალობით. 1994 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიური უნივერსიტეტი „საგარეო ეკონომიკური კავშირების“ სპეციალობით. 1991–1992 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომიტეტში ეკონომიკისა და დაგეგმარების განხრით მუშაობდა.

1986—1988 წლებში მსახურობდა ჯარში. 1992-1993 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო ეკონომიკური კავშირების სამინისტროში მუშაობდა. 1994-2003 წლებში მუშაობდა საგარეო ეკონომიკური კავშირების სამმართველოში, SOCAR – აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიაში, 2003-2007 წლებში - SOCAR-ის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების მართვაში.

2000 წელს დაამთავრა სრულიად რუსეთის საგარეო სავაჭრო აკადემია „მსოფლიო ეკონომიკის“ სპეციალობით. 2007-2010 წლებში იკავებდა SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენის თანამდებობას ეკონომიკის საკითხებში. 2010-2018 წლებში კი — საწარმოო გაერთიანება Azerkimya-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. 2010-2015 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატი. 2018 წლის 23 აპრილიდან არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობაზე.[1]