კონსტანტინე III მუხრანბატონი
(გადამისამართდა გვერდიდან მუხრანბატონი, კონსტანტინე)
კონსტანტინე მუხრანბატონი (გ. 1756) — მუხრანბატონების სახლის უფროსი, შიდა ქართლის სადროშოს სარდალი 1735–1756 წლებში, სახლთუხუცესი, თბილისის მოურავი 1748 წლიდან. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის თანამებრძოლი. ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლების პერიოდში, 1746, მოსახლეობის დასაცავად განაახლა ქსნისა და მჭადიჯვრის ციხეები, 1756 დაამთავრა შიოსუბნის გალავნისა და ბურჯების მშენებლობა. 1749 მონაწილეობდა ერევნის ლაშქრობაში, 1754–1755 —მჭადიჯვრისა და ყვარლის ციხეების დაცვაში. დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 231.