მუღამის ტრიო
მუღამის ტრიო (აზერ. Muğam üçlüyü) — ტრადიციული აზერბაიჯანული მუღამის ანსამბლი, რომელიც შედგება სამი ელემენტისაგან: გავალი, თარი, ქამანჩა.[1] [2]
-
გავალი
-
თარი
-
ქამანჩა
შემადგენლობა
რედაქტირებამუღამის ტრიო არის აზერბაიჯანული სახალხო მუსიკის მუღამის შემსრულებელი ჯგუფია[3] და შედგება სამი მუსიკოსისგან და სამი მუსიკალური ინსტრუმენტისგან: ჰენანდე (ამავდროულად გავალისტი), თარის შემსრულებელი და ქემანჩის შემსრულებელი[4].
ჰენანდე
რედაქტირებაჰენანდე — მუღამის შემსრულებელი, რომელიც მუღამის ტრიოს შემადგენლობაშია. იმადროულად არის გავალის შემსრულებელი. ის მთავარი შემსრულებელია. გავალი — დასარტყამი ინსტრუმენტის ნაირსახეობაა. ეს არის მრგვალი ხის გერგვი, რომელზეც გაჭიმულია ზუთხის კანი (ხანდახან პლასტიკური გარსი), მეტალის საკიდებით, რომლებიც გამოსცემენ ხმას. ფოლკლორული მუსიკის მუღამის ჟანრის შესრულებაში აუცილებელი ელემენტია.
მეთარე
რედაქტირებამეთარე— მუსიკალური ინსტრუმენტის თარის შემსრულებელი. თარი 11-სიმიანი ინსტუმენტია, რომელიც წარმოადგენს ამ სამი ინსტუმენტიდან საბაზოს აზერბაიჯანული მუღამის შესრულებისას. თარზე შესრულების აზერბაიჯანული ხელოვნება 2012 წელს შევიდა იუნესკოს ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრების სიაში[5].
ქამანჩისტი
რედაქტირებაქამანჩისტი — მუსიკალური ინსტრუმენტების ქემანჩის შემსრულებელი. ქამანჩა - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელიც მუღამის ტრიოს მესამე ძირითადი ელემენტია. 2017 წელს იუნესკოს ზეპირი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრების ნუსხაში შეტანილი იქნა ქემანჩის აზერბაიჯანული და ირანული ხელოვნების წარმოება და შესრულება[6].
ადგილი კულტურაში
რედაქტირებატრადიციებში
რედაქტირებაუძველესი ტრადიციებისა და წესების მიხედვით აზერბაიჯანულ ქორწილებში სამუღამო ტრიოს ყოფნა აზერბაიჯანულ ქორწილებში, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონში, სავალდებულო იყო. როგორც წესი, შემსრულებლებს წინასწარ უსმენდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ისინი ქორწილის უფროსებისგან ღებულობდნენ თანხმობას, მათ ქორწილში პატიჟებდნენ[7]. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში საქორწილო მუღამის ტრიო გადაიზარდა კონცერტებში. თეატრის სცენებზე აწყობდნენ მუსიკალურ საღამოებს სხვადასხვა მუღამის ჯგუფების მონაწილეობით[8].
ხელოვნებაში
რედაქტირებამუღამის ტრიო ასევე იყო ხშირი თემა აზერბაიჯანელი მხატვრებისა და მოქანდაკეების ნამუშევრებში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მხატვარი თოღრულ ნარიმანბეკოვის ნამუშევარი „მუღამი“[9], ასევე ზაქირ აჰმედოვის სკულპტურა[10]. ამის გარდა წარმოებაში იყო ტანსაცმლის კოლექცია გავალის, თარისა და ქამანჩის სურათებით[11].
კინოში
რედაქტირებაХХ საუკუნის ბევრ აზერბაიჯანულ ფილმებში მონაწილეობას იღებენ მუღამის შემსულებლები. მაგალითად, 1956 წელს ფილმში „ეს თუ არა, ის“ საქორწილო სცენაში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა მუღამის ტრიომ - ჰენანდე ხან შუშინსკიმ, მეთარემ ბაჰრამ მანსუროვმა და ქამანჩისტმა თალიათ ბაქიხანოვმა[12].
ცნობილი მუღამის ტრიო
რედაქტირება-
ჰენანდე - ქეჩაჩი ოღლუ მუჰამედი, მეთარე - შირინ სალიანსკი, ქემანჩისტი - რუბენ გარახანოვი
-
ჰენანდე - ქეჩაჩი ოღლუ მუჰამედი, მეთარე - გურბან პირიმოვი, ქამანჩისტი - საშა ოგანსზაშვილი
-
ჰენანდე- ჯაბარ გარიაღდიოღლუ, მეთარე - გურბან პირიმოვი, ქამანჩისტი - საშა ოგანსზაშვილი
-
ჰენანდე - მაშადი მამმად ფარზალიევი, მეთარე - გურბან პირიმოვი,ქამანჩისტი - სანდრო
ეკონომიკაში
რედაქტირებამუსიკალური ინსტრუმენტების მუღამის ტრიო — გავალი, თარი და ქემანჩა გამოსახულნი არიან 1 აზერბაიჯანულ მანათზე, რომელიც გამოიცა 2005 წელს[13]; ასევე 1 აზერბაიჯანულ კაპიკზე, რომელიც გამოიცა 2006 წელს[14].
-
კუპიურა, რომელზეც ასახულია მუღამის ტრიო
-
კაპიკი, რომელზეც ასახულია მუღამის ტრიო
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Between music and poetry
- ↑ Мугамное трио
- ↑ Composition and meetings of 13.COM Bureau
- ↑ Music of Azerbaijan: From Mugham to Opera - Aida Huseynova
- ↑ Craftsmanship and performance art of the Tar, a long-necked string musical instrument
- ↑ Art of crafting and playing with Kamantcheh/Kamancha, a bowed string musical instrument
- ↑ Musiqi dünyası
- ↑ QARABAĞ MUĞAM MƏKTƏBİ
- ↑ Тогрул Нариманбеков - "Мугам" - baku.ru
- ↑ Закир Ахмедов - Мугам - baku.ru
- ↑ В Баку открылась выставка национальной одежды - news.day.az
- ↑ Хан Шушинский, Бахрам Мансуров, Талят Бакиханов в фильме "О олмасын, бу олсун" - baku.ru
- ↑ New banknotes - AZN დაარქივებული 2018-06-14 საიტზე Wayback Machine. - Central Bank of a Republif of Azerbaijan
- ↑ New generation coins დაარქივებული 2018-06-12 საიტზე Wayback Machine. - Central Bank of a Republif of Azerbaijan