მუქიბი
მუქიბი, მუქიფი — სამეურნეო მოხელე ფეოდალურ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, მუქიბი არის „ძღვენთა მნე“. ხელმწიფის კარის გარიგებაში გვხვდება საღვინოს მუქიბი (აწარმოებდა ღვინის შემოსავალ-გასავლის ანგარიშს), საჭურჭლის მუქიბი (განაგებდა საჭურჭლის ანგარიშის საქმეს) და განმგეოს მუქიბი (ემსახურებოდა წვეულების მონაწილეებს დარბაზობა-პურობის დროს) . მუქიბი იღებდა და გასცემდა საჩუქრებს. XVI საუკუნის შემდეგ მუქიბი, როგორვ ჩანს ფეშქაშნივისმა შეცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 214.
- სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952.