ფეშქაშნივისი (სპარს. ფიშქეშნევის < ფიშქეშ — ფეშქაში და ნევის: აწმყო დროის ფუძე ყმნისა ნევეშთან — წერა) — თანამდებობის პირი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით. ფეშქაშნივისი ფეშქაშის „ქარხნის“ (საწყობის) მოხელე იყო. მის მოვალეობას „ქარხანაში“ შესული ფეშქაშების ანგარიშწარმოება („დაწერა“) შეადგენდა. XVIII საუკუნის II ნახევარში ერთდროულად 2 (ცალ-ცალკე ქართლისა და კახეთის) ფეშქაშნივისის არსებობა ივარაუდება. ფეშქაშნივისი ჯამაგირს, დღიურ ულუფას და სარგოს (კერძოდ, ფეშქაშნივობის სახელოს 1703 წყალობის წიგნის თანახმად, ყველა ფეშქაშის ერთ მეათედ ნაწილს) ღებულობდა.

წყარო რედაქტირება

  • ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1955;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965

ლიტერატურა რედაქტირება

  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952