მუქარა (ლილი ჰოლისტერი; ინგლ. Menace) — მარველის კომიქსების გამოგონილი სუპერბოროტმოქმედი. მისი დებიუტი შედგა კომიქსში The Amazing Spider-Man #549. პერსონაჟი მონაწილეობდა ადამიან ობობაზე შექმნილ კომიქსების სერიებში Brand New Day, One More Day და American Son. ლილი ჰოლისტერი არის ჰარი ოსბორნის საცოლე[1].

მუქარა

საოცარი ადამიანი ობობა #585.
ჯონ რომიტა უმცროსის ნამუშევარი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა (ლილი ჰოლისტერის) Amazing Spider-Man #545
(მუქარის) Amazing Spider-Man #549
ავტორ(ებ)ი მარკ გუგენჰეიმი
სალვადორ ლაროკა
დახასიათება
ალტერ ეგო ლილი ჰოლისტერი
მოკავშირეები მწვანე გობლინი
შესაძლებლობა
  • სუპერადამიანის ფიზიკური ძალა
  • ნორმან ოსბორნის მიერ წარმოებული იარაღი

ძალები და შესაძლებლობები

რედაქტირება

ის შეიარაღებულია სხვადასხვა, უცნაური ცეცხლის წასაკიდებელი მოწყობილობით, რომლებსაც ინახავს ზურგჩანთაში, ასევე იყენებდა გობლინის მარკ 7 პლანერს (Mark 7 Goblin Glider), სანამ ის ნორმან ოსბორნმა არ გაანადგურა[2]. მის არსენალში არის კანტუზიის გამომწვევი და ასაფეთქებელი კვახის ბომბები. თავდაპირველად მუქარას ჰქონდა ტყვიაგაუმტარი ჯავშანიც, რომელიც ჩამონტაჟებული იყო მის ტანსაცმელში. შემდგომში მან შეიცვალა კოსტიუმი, პირველად მუქარის დებიუტი ახალ კოსტიუმში შედგა ადამიანი ობობას კომიქსების სერიაში ამერიკის შვილი (American Son). ახლა მას აცვია შედარებით მსუბუქი კოსტიუმი, დამზადებული უცნობი მატერიალისგან, ხოლო ჩაფხუტში აქვს ორი სპეციალურად ამოჭრილი ადგილი თავისი რქებისთვის[3].

რადიაციული გამოსხივების მქონე, გობლინის შრატის ექსპერიმენტალურმა ვერსიამ მუქარას დიდი ფიზიკური ძალა მისცა. მას შეუძლია ნორმან ოსბორნი ფიზიკურ ბრძოლაში დაჯაბნოს, ეს კი იმის ნათელი მაგალითია მან ოსბორნზე(მწვანე გობლინზე) უფრო დიდი ძალა შეიძინა. მუქარას ასევე შეუძლია სურვილისამებრ მიიღოს ადამიანური ფორმა, მიუხედავად იმისა რომ ამას სჭირდება დიდი დაძაბვა და ძალიან მოუხერხებელია.

 
ლილი ჰოლისტერის პირველი გამოჩენა ადამიან ობობაში: One More Day. ჯო კესადას ნამუშევარი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Amazing spider-man #599
  2. Amazing Spider-Man #571
  3. Amazing Spider-Man #598