მუტალა
მუტალა (შვედ. Motala) — ქალაქი შვედეთში, ესტერგეტლანდის ლენში. მდებარეობს ვეტერნის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე და მიიჩნევა გეტას არხისა და მიმდებარე ტბების რეგიონის მთავარ ცენტრად. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 29 823 ადამიანს შეადგენს.[1]
ქალაქი | |
---|---|
მუტალა შვედ. Motala | |
ქვეყანა | შვედეთი |
კოორდინატები | 58°32′00″ ჩ. გ. 15°02′00″ ა. გ. / 58.53333° ჩ. გ. 15.03333° ა. გ. |
დაარსდა | 1288 |
ფართობი | 19,29 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 89 მეტრი |
მოსახლეობა | 29 823 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 1 546 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 |
ოფიციალური საიტი | https://start.motala.se/ |
ისტორია
რედაქტირებამუტალას ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება. საუკუნეთა განმავლობაში ის პატარა სოფლად რჩებოდა და წარმოადგენდა გაჩერებას შუა საუკუნეების შვედეთის ერთ-ერთი კულტურული ცენტრის — ქალაქ ვადსტენისკენ მიმავალ გზაზე. გარდა ამისა, მუტალაში საკუთარი საცხოვრებელი აიშენა მეფე გუსტავ ვაზამ, მოგვიანებით კი დედოფალმა კრისტინამ მისგან 20 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარე მედევიზე საზაფხულო რეზიდენცია ააგო.
როდესაც XIX საუკუნის დასაწყისში გეტას არხი აშენდა, მუტალა არხზე ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. მან მიიღო სავაჭრო დასახლების სტატუსი, 1823 წელს პატარა პრივილეგია, 1881 წლის 1 აპრილს კი ქალაქის სტატუსი. 1971 წლის მუნიციპალური რეფორმის შემდეგ გახდა მუტალის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Motala CC Motalas kulturcentrum დაარქივებული 2021-05-13 საიტზე Wayback Machine.
- Riksantikvarieämbetets information om arkeologi vid Motala ström დაარქივებული 2011-09-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.