მუსიკალური თეატრი (ბათუმი)
ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის შემადგენელი ნაწილია და მასთან ერთად დაარსდა. მისი მესვეურები იმთავითვე ცდილობდნენ თეატრი ჟანრობრივი მრავალფეროვნების გზით წაეყვანათ. მართლაც თეატრის რეპერტუარში ნახავთ კლასიკურ საოპერო მუსიკასაც, თანამედროვე მიუზიკლებსაც, როკ-ოპერას, პოპულარულ თუ როკ-მუსიკის საუკეთესო ნიმუშებსაც.
თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი
რედაქტირებამთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი — მანანა ჩაუშბა
- გაორკესტრებისა და არანჟირების სპეციალისტი, კომპოზიტორი — მინდია ხითარიშვილი
- ქორმაისტერი — ჟუჟუნა კილაძე
- პედაგოგ-ორგანიზატორი და პლასტიკის პედაგოგი — გოჩა არობელიძე
- კონცერტმაისტერი — ევგენია ღოღელიანი
- თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი — თენგიზ შამილაძე
სოლისტები და დასი
რედაქტირებათეა გელოვანი, რამაზ ვარშანიძე, მარიამ ძნელაძე, ირაკლი გოგიტიძე, მამუკა ჩაუშბა, პაატა ფაცია, პაატა აბესლამიძე, მარიამ ხითარიშვილი, მარიანა ჩაუშბა, ნატო ფრუიძე, გივი გიგინეიშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ნინო ხალვაში, თაკო ბარათაშვილი, ნინო კონცელიძე, პაატა მოისწრაფიშვილი, ირაკლი გვარჯალაძე, გიორგი ნაკაშიძე, ომარ სურმანიძე.
შემოქმედებითი ისტორია
რედაქტირებათეატრში არაერთი თეატრალიზებული შოუ,კონცერტი თუ სპექტაკლი დაიდგა.მაყურებელს ახსოვს თეატრალიზებული შოუ-კონცერტი „ჩემი გზა“ (2005), რომლის პროგრამა მოიცავდა როგორც ნეაპოლურ სიმღერებსა და რომანსებს, ისე პოპ და როკ-მუსიკის ნიმუშებს.
მუსიკალურმა თეატრმა ერთ-ერთ თეატრალიზებულ შოუ-კონცერტში სანახაობრივად და ვოკკალურად შესანიშნავი ფრაგმენტები წარმოადგინა რიშარ კოჩიანტის მიუზიკლიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ (2006) მაყურებელმა ეს წარმოდგენა ძალიან კარგად მიიღო. თეატრმა იგი დედაქალაქის მაყურებელსაც წარმოუდგინა კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ,ბასტილიის დაცემის დღის (14 ივლისი) აღსანიშნავად. ამ თეატრალიზებულ კონცერტს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ და წარმოდგენის ბოლოს დიდი მადლიერება გამოხატეს ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მისამართით და მათი ხელოვნებისათვის,აღიარებული მიუზიკლის საინტერესოდ და პროფესიულად შესრულებისათვის.
თანამედროვე მიუზიკლს კლასიკური ოპერა — ვინჩენცო ბელინის „მონტეკები და კაპულეტები“ მოჰყვა. იგი რეჟისორმა გიორგი თავაძემ განახორციელა და კლასიკური მუსიკის მოყვარულთა მოწონება დაიმსახურა.
2010 წლის 22 და 23 დეკემბერს თეატრმა მაყურებელს თავის შემოქმედებით ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, სრულფასოვანი მუსიკალური სპექტაკლი — როკ-ოპერა „თავფარავნელის ბალადა“ შესთავაზა, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა მინდია ხითარიშვილმა დაწერა. როკ-ოპერის ლიბრეტო თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით პოეტ ირმა გურიელს ეკუთვნის. დამდგმელი რეჟისორი გიორგი (გოგა) თავაძე. სცენოგრაფია გოგლა გოგიბერიძის და ლუკა ბესელიას. როკ-ოპერა მაყურებელმა დიდი აღფრთოვანებით მიიღო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თეატრის ისტორია დაარქივებული 2019-11-01 საიტზე Wayback Machine.