ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი — თეატრი ბათუმში, რომელშიც გაერთინებულია 5 შემოქმედებითი ჯგუფი: საოპერო დასი, სიმფინიური ორკესტრი, კაპელა, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი და კვარტეტი „ნოტა“.[3]

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი მოქმედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი ბათუმი
მისამართი ოდისეი დიმიტრიადის ქ. N.1[1]
კოორდინატები 41°39′37″ ჩ. გ. 41°40′45″ ა. გ. / 41.66038500° ჩ. გ. 41.67937194° ა. გ. / 41.66038500; 41.67937194
განახლდა ნოემბერი, 2011[2]
ზომები და ტექნიკური დეტალები
ტევადობა 1100
არქიტექტორ(ებ)ი ვახტანგ ხმალაძე
საიტი
ოფიციალური

შენობა წარმოადგენს მოდერნისტული-კლასიკური არქიტექტურის სინთეზს. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. წლის განმავლობაში იმართება როგორც საოპერო, ისე დრამატული სპექტაკლები, კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები, სახელმწიფო ღონისძიებები, გამოფენები, პრეზენტაციები, კონფერენციები, პრესკონფერენციები და სხვა. მუსიკალური ცენტრის დირექტორია გიორგი მიქელაძე.

მუსიკალური ცენტრის ჰოლი

1993 წლის 16 მარტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს №69 ერთობლივი დადგენილებით დაარსდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომელიც განთავსდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში. პირველი საოპერო სპექტაკლი გაიმართა 1993 წლის 3 ოქტომბერსზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, რეჟისორი გაიოზ ჟორდანია. თეატრის პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, გამოჩენილი ქართველი ტენორი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი ალექსანდრე ხომერიკი. შემდგომ წლებში თეატრს ხელმძღვანელობდა ნოდარ სურმანიძე.

მუსიკალური ცენტრის დარბაზი

ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 2004 წლამდე წარმატებით ახორციელებდა საოპერო და საბალეტო სპექტაკლებს.

2004 წლის 30 სექტემბრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, აჭარის სახელმწიფო კაპელისა და ბათუმის ბავშვთა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, რომლის დირექტორი იყო თენგიზ ჯაფარიძე, დირიჟორი — დავით მუქერია.

2011 წელს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს გადაეცა რეკონსტრუირებული შენობა — „ხელოვნების ცენტრი“ (არქიტექტორი — ვახტანგ ხმალაძე).

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაერთიანებული შემოქმედებითი ჯგუფები (სიმფონიური ორკესტრი, საოპერო დასი, კაპელა, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი, კვარტეტი „ნოტა“), რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო მუსიკალურ პროექტებსა და ფესტივალებში. ასევე, მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები წარმატებით მოღვაწეობენ ევროპის სხვადასხვა თეატრებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. Eventikz.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-01. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2019.
  2. სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, ბათუმი. Anagi.ge. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2019.
  3. სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი“ (12 თებერვალი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-19. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2019.