მურმან ლებანიძის ქუჩა

მურმან ლებანიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე); დავით აღმაშენებლის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. ქალაქის 1895 წლის გეგმაზე ქუჩა აღნიშნულია ფერდინანდ კოტრინის (მსხვილი კაპიტალისტი და მეწარმე, საქორწინო ეტლების მფლობელი) სახელით (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირისა და ბორჯომის ქუჩის კუთხეში იდგა მისი სახლი), შემდეგ ერქვა კოტრინი-როლოვის ქუჩა. 1900 ეწოდა ბორჯომის ქუჩა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 2011 წელს ქუჩას მურმან ლებანიძის სახელი ეწოდა.[1]

მურმან ლებანიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი დიდუბის რაიონი
უბანი დიდუბე
წინა სახელები ფერდინანდ კოტრინის ქუჩა, კოტრინი-როლოვის ქუჩა, ბორჯომის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. „თბილისის შვიდ ქუჩას სახელი გადაერქვა“. ghn.ge. 28 იანვარი, 2011. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)