სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

მურთაზ ალექსანდრეს ძე აბაშიძე (დ. 22 აპრილი, 1927, სოფ. ჭალა, საჩხერის რაიონი — გ. 2004) — ქართველი მხატვარი, კერამიკოსი, კარიკატურისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1956 წლიდან თბილისის საშენ მასალათა კომბინატის მთავარი მხატვარი იყო. 1959 წლიდან მონაწილეობდა საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის (ბელგია, საბერძნეთი, იტალია, კანადა, პორტუგალია) ქვეყნებში გამართულ მხატვართა გამოფენებში; ავტორია კარიკატურების წიგნისა (1980); ნამუშევრები: დეკორატიული ჭურჭელი (1970), ლარნაკი (1978), თასი (1977) და სხვა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1987 — სსრკ სახალხო მეურნეობის მიღვაწეთა გამოფენის ვერცხლის მედალი
  • 1985 — სსრკ სახალხო მეურნეობის მიღვაწეთა გამოფენის ოქროს მედალი
  • 1984 — ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (იტალია)
  • 1980 — საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1975 — პოლონეთის საერთაშორისო გამოფენის დიპლომი
  • 1974 — ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (იტალია)
  • 1972 — ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (იტალია)
  • 1969 — ფაენცის კერამიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (იტალია)
  • ჟურნალ „ნიანგის“ სარედაქციო კოლეგია, წევრი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • 60 ღიმილი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1981. - 47გვ.
  • მურთაზ აბაშიძე : კატალოგი (ავტორი). - თბილისი, 1978. - 8გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება